• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაძვირდა ყველაფერი, ტანსაცმლის გარდა – საქსტატის ინფორმაციით, სამოსის ფასი 1.6%-ით შემცირდა

ალია ავტორი - ალია
11:54 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

ინფლაცია და ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. საქსტატის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა. იანვართან შედარებით კი თებერვალში ფასები 0.9%-ით გაიზარდა.

გაძვირებულია ყველა სამომხმარებლო საქონელი, ერთის გარდა – წინა წელთან შედარებით 1.6%-ითაა გაიაფებული ტანსაცმელი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ყველაზე დიდი გავლენა ტრადიციულად სურსათის გაძვირებულმა ფასებმა მოახდინა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები წლიურად 17.3 პროცენტით გაიზარდა.
ფასები მომატებულია: ზეთსა და ცხიმზე (17.4 %), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (34.0 %), პურსა და პურპროდუქტებზე (20.8 %), გაძვირებულია შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.6 %), თევზეული (18.2 %), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.4 %), ხილი და ყურძენი (15.5 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.0 %), ფასები გაზრდილია ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე (10.4 %);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.5%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში – 45.8 პროცენტით.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციამ კლება მარტიდან უნდა დაიწყოს, თუმცა, უკრაინაში ომამდე გაკეთებული პროგნოზი, სავარაუდოდ, გადაიხედება. ომის გამო ფასების მატებას პროგნოზირებენ იმპორტიორები. თუმცა, ამბობენ, რომ საქართველოს სასურსათო პროდუქტებით მომარაგებაში პრობლემა არ არის.

უფრო პესიმისტური განწყობაა მეხორბლეებში. მათი ნაწილი ომის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის შეფერხებებზე და საქართველოში ხორბლის მარაგის კრიტიკულ მოცულობაზე საუბრობს. იმპორტიორები მარაგების შესავსებად სახელმწიფოს მხრიდან ელოდებიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მთავრობა კი აცხადებს, რომ მარაგის პრობლემა არ არსებობს და ხორბლის და ფქვილის იმპორტიც შეუფერხებლად ხორციელდება.

კიდევ ერთი საკითხი, რაც დიდი ხანია აწუხებს ხორბლის იმპორტიორებს წისქვილკომბინატების დახურვა და ადგილზე წარმოებული ფქვილის იმპორტირებულით ჩანაცვლებაა. მიზეზი რუსეთის მიერ დაწესებული ახალი ტარიფები იყო, რამაც იმპორტიორებისთვის ხორბალი გააძვირა. გაძვირებული ხორბალი კი ფასებს შორის სხვაობის გამო იმპორტირებულმა ფქვილმა ჩაანაცვლა. მეხორბლეებმა დასახმარებლად სახელმწიფოს რამდენიმე თვის წინ მიმართეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის ხორბლის იმპორტიორებისა და ადგილობრივი წისქვილკომბინატების სუბსიდირებაცაა. საბოლოო გადაწყვეტილება მხარეებმა შეთანხმებით უნდა მიიღონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved