საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ-ლაივში ჩართვისას განაცხადა, რომ როგორც კი ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება, ის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
“სექტემბერი მოდის. გეგმები მაქვს, რამდენიმე პროექტს ვამთავრებ, ახალ პროექტებს ვიწყებ და მე გადავწყვიტე საქართველოში ჩამოვიდე. ბევრს ვფიქრობდი, როდის ჩამოვსულიყავი, მაგრამ ამ გაგანია ცეცხლში საშიშია, რისკიც არის. ღმერთმა დაგვიფაროს, ფეხს მოიტეხავ და საავადმყოფოში ადგილიც არ არის, ტრამვატოლოგს ვერ ნახავ. კლინიკები გადატვირთულია. ეს რისკები დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევარში დამთავრდება. როგორც კი საწოლფონდი გათავისუფლდება, ჩამოვალ. ოქტომბრის ბოლოს ეს ვირუსი ქვევით ჩამოვა, იმიტომ რომ მოსახლეობის 90% ან ინფიცირებული იქნება ან ვაქცინირებული”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
კომენტარები