• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გადავფარე კორონა?!“ – რამ გამოიწვია კონფლიქტი დავით ცინარიძის ოჯახში

ალია ავტორი - ალია
16:10 04-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ყურშიტაშვილის თქმით, ცინარიძეც და ჭანტურიაც რესტორანში გაიცნო და მათგან პატრულთან პრობლემის მოგვარების პირობა მიიღო.

ამ ფაქტს დავით ცინარიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა, ამბავი იმდენად რეზონანსული არის, რომ დღემდე ყველას ახსოვს.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ყურშიტაშვილი-ცინარიძის სკანდალი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

სწორედ ამას მოჰყვა ოჯახური კონფლიქტი, რომელიც საპატრულო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებით დასრულდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, მანანა ბოლოთაშვილი ქმრის და ყურშიტაშვილის სკანდალის კიდევ ერთხელ გახსენებამ ძალიან გააღიზიანა.

თუმცა ხუთი წლის წინ, როდესაც ვიდეო პირველად გავრცელდა, მანანა ბოლოთაშვილმა სოციალურ ქსელში ქმარს მხარდაჭერა გამოუცხადა და ემოციური პოსტი დაწერა.

„მილიონში ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა“ – დაწერა მაშინ ბოლოთაშვილმა.

ბოლოთაშვილი-ცინარიძის წყვილის ქორწინება 15 წელს ითვლის, მათ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ.

2019 წლის იანვარში, დავით ცინარიძის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, მანანა ბოლოთაშვილი ინდ.მეწარმე და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი გახლდათ.

ცინარიძის დაკავებამ ეკა ყურშიტაშვილი მხიარულ განწყობაზე დააყენა და სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა.

„გადავფარე კორონა, თუ ჯერ – ვერა“ – დაწერა სკანდალურმა ყურშიტაშვილმა და თავი ილონ მასკის სტარლინკებს შეადარა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved