• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გაბუნია 100%-ით მართალია“ – ზურა ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
10:46 01-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

„გაბუნია 100%-ით მართალია როდესაც თქვა რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვეღარ დაბრუნდება ერთპიროვნულ მმართველად – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ეს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის მოცემულობაა.

„გაბუნია 100%-ით მართალია როდესაც თქვა რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვეღარ დაბრუნდება ერთპიროვნულ მმართველად (ისევე როგორც 100%-ით მართალი იყო როდესაც ოპოზიციას მოგვასხა ასე 1 თვის წინ)

ესაა ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ცალსახა დაკვეთაც და, პრინციპში, ფაქტობრივი მოცემულობაც (ოცნების მიერ დაშინებული ნაწილი ჯერ ამას ვერ ხედავს, მაგრამ დაინახავს) რას ნიშნავს „ერთპიროვნული მმართველი“ – ამის ათასნაირი ინტერპრეტირება შეიძლება.

ივანიშვილიც იგივეს ამბობს, რომ ის არ არის ერთპიროვნული მმართველი თუმცა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს, რა ძალაუფლებაც ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტობის დროს, იმის მეოთხედიც კი არ უნდა ჰქონდეს როდესაც დაბრუნდება საშიშია.

ეს აჩვენა მისმა (კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა) პასუხმა გაბუნიას მონოლოგზე და შემდეგ მისმა ბლოკებმა კრიტიკულ კომენტარებზე თუმცა, არანაკლებ საშიში არიან სხვები არანაკლებ უყვართ ძალაუფლება და არავინ იცის ვინ რად იქცევა ძალაუფლებით ხელში, ამიტომ მთავარი პრობლემა სააკაშვილის ბუნებაში არ არის (რომელიც არ შეიცვლება) პრობლემა საბჭოთა მართლმსაჯულებისა და ძალოვან სისტემებშია.

ეს სისტემაა დასაშლელი და გასაადამიანურებელი, რომ ვერავინ ვეღარასდროს შესძლოს მასზე მოჯდომა.

ან პირიქით – რომ ამ საბჭოთა ურჩხულმა ვეღარავისგან შესძლოს მონსტრის შექმნა, რომ აღარ გვეშინოდეს. ესაა დღეს ოპოზიციის მთავარი გამოწვევა და მთავარი საზრუნავი.

მათ შორის, მოქალაქეებისთვის ამის დამაჯერებელი გარანტიის მიცემაზე გადის ოცნების დამარცხება/არ დამარცხების ხაზი, ამის გარეშე, საუბარი ქვეყნის განვითარებაზე და წინსვლაზე – უბრალოდ სისულელეა.

რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნებას (ალბათ თვალში მოგხვდათ ზემოთ) – კი, უნდა დაბრუნდეს, ჩვენი, როგორც საზოგადოების, განვითარების შემდეგი ტესტი იქნება – შევძლებთ თუ არა რომ ამ ქვეყანაში ერთად იცხოვრონ სააკაშვილმა და ივანიშვილმა, მას შემდეგ რაც ივანიშვილი დაემშვიდობება ხელისუფლებას“ – წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტფაქტუმში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა:

„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ აღარ მისცემს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved