„გაათავისუფლეთ ქალი პოლიტპატიმრები“ – რუსთავის ციხესთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, მზია ამაღლობელის, ნანა სანდერის და ანასტასია ზინოვნიკას ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ნანა სანდერი უკვე თითქმის ერთი კვირაა მშრალ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
საპროტესტო მოძრაობა “300 ქალის” წევრებმა ქალთა ციხის დირექტორს, ნესტან ვერულაშვილს სპეციალური წერილითაც მიმართეს და მას ნანა სანდერის და ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს.
“ანასტასია ზინოვკინა ბევრად დიდი ხანია პატიმრობაშია, ნანა სანდერი მერე დააკავეს, და პრაქტიკულად პირველივე დღეებიდან, გარდა იმისა, რომ მისი დაკავებისას აბსოლუტურად ყველა ნორმა იყო დარღვეული და ეს ინფორმაცია ცნობილია ყველასთვის, პლიუს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამაზე რამდენი ხანია ვლაპარაკობთ… ნანა სანდერი 4 ოქტომბრის ამბებზე დააკავეს და ამ ორი ადამიანის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. არავის უთქვამს, რომ ადამიანი როცა ციხეშია, ეს ნიშნავს, რომ ის იქ უნდა იყოს ჯოჯოხეთურ პირობებში, არ ჰქონდეს, ელემენტარული ჰიგიენის ნორმალური უფლება, არ უნდა იწვეს მოშლილ და გაუბედურებელ საწოლზე, რომელიც ჯანმრთელ ადამიანსაც კი დაავადებს.
მივმართავთ კონკრეტულად ამ პენიტენციური სამსახურის დირექტორს, ქალბატონ ნესტანს, და ვთხოვთ მას, რომ მან თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იზრუნოს, – ამბობს აქციის მონაწილე.














კომენტარები