• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გააგრძელებდით მკურნალობას იმავე კლინიკაში?” – ნანა დიხამინჯია

ალია ავტორი - ალია
06:52 11-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
376

ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:

წარმოიდგინეთ, რომ 10 წელი მკურნალობთ ერთ კლინიკაში. ბევრჯერ შეგეპარათ ეჭვი ექიმების კომპეტენციაში და მკურნალობის სისწორეში. მედიები სულ წერენ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ ეს ექიმები ფულს იპარავენ პროცედურებზე, წამლებზე და შედეგად პაციენტების მდგომარეობა უარესდება. ყოველ წელს მიდიხართ კლინიკის დირექტორთან და უყვებით ამ ამბებს, ის კი გეუბნებათ, რას იტყუებით, ამას კონკურენტი კლინიკა იგონებს, ჩვენ საუკეთესო ექიმები გვყავსო.

წარმოიდგინეთ, რომ ბოლოს გახმაურდება უზარმაზარი სკანდალი და მართლაც აღმოჩნდება, რომ ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი წამლებს იპარავდა, ტყუილ პროცედურებს ატარებდა და ამის გამო ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა საშინელ მდგომარეობაშია.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ გამოდის კლინიკის დირექტორი და ამბობს:

– მართალია, ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თაღლითი ყოფილა, მართალია, ჩვენი ბრალია, რომ უფრო ავად ხართ, ვიდრე კლინიკაში მოსვლამდე, მართალია, რომ არ გიჯერებდით და ასეთი ცუდი ხელმძღვანელი ვიყავი. მაგრამ გუშინდელი დღის მერე სულ სხვანაირად იქნება ყველაფერი, მე პირადად მივადევნებ თვალს, რომ არავინ მოიპაროს, რომ რეალური პროცედურები და წამლები მიიღოთ.

თქვენ ეკითხებით – კი, მაგრამ, მანამდე რატომ ვერ მოახერხეთ ეს, ჩვენ ხომ იმავეს გეუბნებოდით?

ის კი პასუხობს:
– მანამდე დიფსტეიტის ჭკუაზე დავდიოდით და აწი არ ვივლით.

თქვენ: კი მაგრამ, ხომ თქვენი მოვალეობა იყო ამ ყველაფრის მართვა, როგორ დაგვიმტკიცებთ, რომ ახლა შეძლებთ?

ის: ჩემ სიტყვას უნდა ენდოთ! პირადად ვაგებ პასუხს!

გააგრძელებდით მკურნალობას იმავე კლინიკაში?

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

“დღეიდან თუ სადმე ნახავთ კორუფციულ სქემებს, პირადად ვაგებ პასუხს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved