• რეკლამა
  • კონტაქტი
09:12, შაბათი, 7 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი – სიაში ორი ქართველია

ალია ავტორი - ალია
11:30 04-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,689

ჟურნალმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი უკვე 36-ედ შეადგინა. დედამიწას ახლა უკვე 2668 აღიარებული მილიარდერი ჰყავს, 87-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. მილიარდერები ჯამში 12.7 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობენ. 400 მილიონით ნაკლებს 2021 წელთან შედარებით.

უმდიდრესი ადამიანების სიაში მხოლოდ 2 ქართველია – ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს პოლიტიკიდან უკვე მეორედ წავიდა და როგორც თავად ირწმუნება საბოლოოდ, Forbes-ის შეფასებით, 4.8 მილიარდის ქონებას ფლობს. ბიძინა ივანიშვილი მდიდრებს შორის 586-ე ადგილს სჯერდება, თუმცა როგორც ჩანს, მალე მის ქონებას 555 მილიონი შეემატება. ივანიშვილს ამ მოცულობით თანხას Credit Suisse გადაუხდის. The Wall Street Journal-ის ცნობით, სწორედ დაახლოებით, 555 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიულ გიგანტ Credit Suisse-ს.

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს შეფასებით, შვეიცარიულმა კომერციულმა ბანკმა საშუალება მისცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირად ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, მილიარდერის ფულადი სახსრები არაგონივრულად ემართა და ამასთან, ნაწილი დაესაკუთრებინა კიდეც. საგულისხმოა, რომ Credit Suisse-ს აღნიშნული მოცულობის თანხა რეზერვში უკვე მობილიზებული აქვს.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც Forbes-ის საპატიო რეიტინგშია მიხეილ ლომთაძეა. ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში გამდიდრებულ, Kaspi-ს დამფუძნებელს ჯერ მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარი აქვს და სიაშიც 1579-ე ადგილზეა. ბოლო 1 წელიწადში ლომთაძის ქონება 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის ნოემბერში გავიდა და მაშინ ბანკის ერთი აქცია 41.5 დოლარი ღირდა. ბანკის აქციების მაქსიმალური ღირებულება 2021 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც ის 141.6 დოლარი ღირდა, თუმცა ჯერ ყაზახეთში არსებული კრიზისის, შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ბანკის აქციების საფასური შემცირდა და ახლა 47.5 დოლარად ივაჭრება.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის სიაში ილონ მასკი ლიდერობს – 219 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც 171 მილიარდს ფლობს. მესამე ადგილს იკავებს ბერნარ არნო. LVMH-ის დამფუძნებელს 153 მილიარდის ქონება აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

15:44 06-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved