ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) “ფაიზერის” ბუსტერის ანუ მესამე დოზის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ამჟამად ბუსტერ დოზის გაკეთებას 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რისკჯგუფებში შემავალი პირები, ასევე ის ადამიანები შეძლებენ, რომლთა სამუშაო ვირუსის გადადების რისკს მოიცავს.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით ათეულობით მილიონ ამერიკელს უფლება ექნება მესამე დოზა გაიკეთოს.
“მას შემდეგ, რაც განვიხილეთ სამეცნიერო მტკიცებულებების ერთობლიობა, დამოუკიდებელი, ჩვენი ექსპერტების, ჩვენი მჩეველთა კომიტეტის განხილვები, FDA-მ დაუშვა Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა გარკვეულ პოპულაციაში, მათ შორის სამედიცინო სფეროს მუშაკების, მასწავლებელბის, მოხუცთა თავშესაფრის პერსონალის, სასურსათო მუშაკების, თუ სხვებისთვის”, – განაცხადა FDA-ს წარმომადგენლემა.
კომენტარები