• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა „ალმას“ ივანიშვილის „ცხოველების ფერმის“ ბილბორდის გაკვრის მოთხოვნის თაობაზე წერილით მიმართეს

ალია ავტორი - ალია
12:51 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„სამუშაო დღის ბოლომდე ველოდებით კომპანია „ალმას“ გვითხრას კონკრეტული მისამართი, სადაც ჩვენ მიერ წარდგენილ ბილბორდის ნიმუშებს განათავსებს“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატებმა ჩუღურეთსა და ისანში, გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ სარეკლამო კომპანია „ალმასთან“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს.

„ჩვენ მოვედით კომპანია ალმასთან, რომელსაც ფაქტობრივად თბილისის ყველა ბანერი ეკუთვნის, მათ შორის სისხლიანი, სამარცხვინო ბანერები, რომელიც მთლიანად სიძულვილითაა გაღვივებული. ჩვენ მივმართეთ ამავდროულად სასწრაფოდ ჩვენი ბანერის განთავსების მოთხოვნით, რადგან არჩევნებამდე მხოლოდ 3 დღე არის დარჩენილი. ეს ბანერი ჯორჯ ორუელის ცნობილ ნაწარმოებზე, „ცხოველების ფერმის“ მოტივებზეა აგებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ძალიან მოსწონს. ჩვენ გვგონია, რომ ეს ნაწარმოები დღევანდელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და რელევანტურია, იმიტომ რომ ზუსტად ისე ექცევა ივანიშვილი მის მთავრობასთან ერთად ხალხს, როგორც ამ მძიმე ნაწარმოებშია აღწერილი. შესაბამისად ეს ბანერი ბიძინა ივანიშვილს ვიზუალურადაც ჰგავს, ამიტომ გვინდა ამ ბანერის განთავსება. გვაინტერესებს, ის ბოროტების შემცველი, სიძულვილის გამაღვივებელი, სისხლიანი ბანერები რომ განათავსეს, რომელზე ამბობენ რომ კერძო კერძო პირებმა შეგვიკვეთესო თუ განათავსებენ ჩვენს ბანერსაც, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ვითხოვთ და წერილით მივმართავთ ოფიციალურად, რომ თბილისში, სადაც შესაძლებელია, ნებისმიერ ბილბორდზე ეს ბანერი განგვითავსონ.“- განაცხადა ნონიაშვილმა“ – გიორგი ნონიაშვილი

„ჩვენ მოვედი ალმაში, შიგნით არიან თანამშრომლები, თუმცა კარს არავინ არ გვიღებს. შეიძლება მოიფიქრონ, რომ ონლაინ რეჟიმზე არიან გადასულები, ბევრი მიზეზის მოფიქრება შეიძლება იმის გასამართლებლად, რომ წერილი არ ჩაიბარონ, მაგრამ ჩვენ ამ წერილს მაინც ჩავაბარებთ ნებისმიერი სახით, ელექტრონული იქნება თუ ფიზიკურად გადაცემა ბატონი ფხაკაძესთვის. ჩვენი მოთხოვნა არის შემდეგი, რომ დღეს, დღის ბოლომდე, კომპანია „ალმამ“ „ევროპულ საქართველოს“ აცნობოს იმ ადგილმდებარეობისა და სარეკლამო ადგილის შესახებ, მისამართზე, სადაც განათავსებს ჩვენს მიერ წარდგენილ ბილბორდს. ეს არის საარჩევნო ბილბორდი, პოლიტიკური შინაარსის, ეს არის საარჩევნო მოწოდების რეკლამა, გამომდინარე აქედან სამუშაო დღის ბოლომდე ველოდებით კომპანია „ალმას“ გვითხრას კონკრეტული მისამართი, სადაც ჩვენ მიერ წარდგენილ ბილბორდის ნიმუშებს განათავსებს.“ – განაცხადა დონაძემ

ცნობისთვის, სარეკლამო კომპანია „ალმამ“ თბილისის მასშტაბით მმართველი გუნდის მხარდამჭერი ე.წ „სისხლიანი ბანერები განათავსა, თუმცა დამკვეთად კერძო პირი დაასახელა.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved