„ევროპული საქართველოს“ წევრები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ. ისინი პარტიაში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.
როგორც ჟურნალისტებთან ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ცვლილებები ნამდვილად იგეგმება, რის შესახებაც პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვედრის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.
„ვერ გეტყვით, რომ არაფერი შეიცვლება… ამ გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე და კიდევ ვინც ჩათვლის საჭიროდ, ის ილაპარაკებს“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
კომენტარები