• რეკლამა
  • კონტაქტი
07:48, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპის ცაზე ცარიელი თვითმფრინავები დაფრინავენ – მედია

ალია ავტორი - ალია
11:06 01-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ევროპის ცაზე ცარიელი თვითმფრინავები დაფრინავენ. ამის მიზეზი ომიკრონია, რის გამოც მგზავრები აუქმებენ ჯავშნებს, მაგრამ თვითმფრინავები იძულებულნი არიან მაინც იფრინონ​, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ადგილს აეროპორტში. ამის გამოც, მაგალითად, Brussels Airlines-მა ბოლო თვეებში 3 ათასი „იძულებითი“ ცარიელი რეისი დაგეგმა, ხოლო ისეთმა გიგანტმა, როგორიცაა Lufthansa – 18 ათასი. ამიტომაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოუწოდებს ევროკომისიას წესები შეცვალონ.

„ავიაკომპანიებს, რომლებიც უკვე დაზარალდნენ Covid პანდემიით, ზედმეტი და თანაც უაზრო ხარჯის გაღება უდიდეს კრიზისამდე მიიყვანს. არასწორია წესი, რომელიც გვაიძულებს ცარიელი ბორტით ფრენას. აღნიშნული მდგომარეობისა თუ გადაწყვეტილების შესაცვლელად ევროკომისიას ვაცნობე, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიმიღია. ვთხოვთ კომისიას შეცვალოს წესები ისე, რომ ცარიელი თვითმფრინავები აღარ დაფრინავდეს ცაში” – განაცხადა მობილობის მინისტრმა ბელგიაში, ჯორჯ გიკლინმა.

ევროპული წესების მიხედვით, ავიაკომპანიები ყიდულობენ აეროპორტიდან აფრენის ან დაფრენის დროის მონაკვეთს და თუ ეს ინტერვალი არ არის გამოყენებული, ის შეიძლება გაიყიდოს სხვა ოპერატორზე. აუცილებელია სლოტის კოორდინაცია არა მხოლოდ აეროპორტთან, არამედ ევროპის საჰაერო მოძრაობის კონტროლის ორგანოებთან. თემაზე Euronews-ს Brussels Airlines-ის წარმომადგენელი, მაილ ანდერსი ესაუბრა.

„თუ ეს ზოგადი წესები არ გახდება უფრო მოქნილი, ჩვენი ავიაკომპანია იძულებული იქნება არასაჭირო ფრენები განახორციელოს. ჩვენთვის ეს ნიშნავს 3000 ფრენას მხოლოდ აფრენისა და დაშვების უფლების დასადასტურებლად. არადა ეკონომიკური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით, ყველანაირად გამართლებულია, რომ მსგავსი უაზრო ფრენები აღარ იყოს ვალდებულება”, – აღნიშნა ანდერსმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის 20 მარტს, პირველი ტალღის დროს, ევროკომისიამ შეაჩერა ეს წესები. მაგრამ 2021-ის გაზაფხულზე ისევ ძალაში დააბრუნა. ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ომიკრონის გავლენა არ იქნება ისეთი ნეგატიური, როგორც ავიაკომპანიები წარმოაჩენენ: მათ მიაჩნიათ, რომ წლის დასაწყისში დატვირთული ფრენების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და იქნება პანდემიამდელი დონის დაახლოებით 80%.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved