• რეკლამა
  • კონტაქტი
08:33, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს პროკურატურის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა

ალია ავტორი - ალია
12:21 04-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს შესახებ მეორე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაა განხილული. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურისთვის გაცემული სამი რეკომენდაციიდან, ორი შესრულებულად, ხოლო ერთი ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა.

GRECO-მ შესრულებულად მიიჩნია ორი რეკომენდაცია – რომლებიც პროკურორების დანიშვნა-დაწინაურების წესების გაუმჯობესებას, პროკურორთა ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციისთვის განხორციელებულ პრაქტიკულ ღონისძიებებს და დისციპლინურ საკითხებზე კომენტარების გამოცემას ეხება, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია მესამე რეკომენდაცია, რომელიც დისციპლინური გადაცდომების სიცხადის და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფას შეეხება. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ GRECO-ს პირველი, 2019 წლის მარტში დამტკიცებული ანგარიშის მიხევდით, საქართველოს პროკურატურამ GRECO-ს მიერ გაცემული ორი რეკომენდაცია, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას და საქმეთა განაწილების წესის გაუმჯობესებას ეხებოდა, ასევე წარმატებით შეასრულა.

საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობას და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved