• რეკლამა
  • კონტაქტი
11:37, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის საკითხებში (GRETA) დადებითად აფასებს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრძოლის მიმართულებით

ალია ავტორი - ალია
14:22 03-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

2021 წლის 16 მარტს გამოქვეყნდა ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მესამე შეფასების ანგარიში საქართველოსთან მიმართებით. ანგარიშში ხაზგასმულია კონვენციის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს პროგრესი და დადებითად ფასდება ბოლო წლებში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის, პროაქტიული გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები.

„GRETA“-მ პოზიტიურად შეაფასა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რაც მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის დანაშაულის პრაქტიკაში სწორი კვალიფიკაციისა და მისი გამოვლენის მიზნით მტკიცებულებების შეგროვების ხელშეწყობას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის გაძლიერება, რომლის მიზანიც სამართალწარმოების პროცესში დანაშაულის მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობის გამარტივება, ინფორმირება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებაა. ექსპერტთა ჯგუფი პოზიტიურად აღნიშნავს საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებასაც. ამავდროულად GRETA მიიჩნევს, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწმეთა ეფექტური და სათანადო დაცვა.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების გასაცნობად 2019 წლის 4-8 ნოემბერს იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები შეხვდნენ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებმაც ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინეს ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)  წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved