• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპის რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა დღეიდან?

ალია ავტორი - ალია
15:34 05-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ევ­რო­პა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მი­ღე­ბუ­ლი შო­კი­დან თან­და­თან გა­მო­დის. ეტა­პობ­რი­ვად იხ­სნე­ბა COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდა, ზო­გან გარე ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი გა­იხ­სნა. გა­დავ­ხე­დოთ, რო­გორ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ევ­რო­პა კა­რან­ტი­ნის­გან და რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში რა შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნა.

  • საფ­რან­გე­თი

საფ­რან­გეთ­ში დღეს თმის სა­ლო­ნე­ბი, ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი გა­იხ­სნა. ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, თე­ატ­რე­ბი და კი­ნო­თე­ატ­რე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა. ზო­გი­ერ­თმა სკო­ლამ გა­ნა­ახ­ლა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. გა­იხ­სნა ის სკო­ლე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტია, ხოლო შე­ნო­ბის სივ­რცე დიდი და შე­საძ­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცი­ის დაც­ვა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

სახ­ლი­დან გას­ვლის და გა­რეთ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა 100 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზეა ნე­ბა­დარ­თუ­ლი.

კა­რან­ტი­ნის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ საფ­რან­გე­თის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა ჯერ ნა­ად­რე­ვია და ამან შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია გა­ა­უ­ა­რე­სოს.

საფ­რან­გეთ­ში ამ დრო­ის­თვის COVID-19-ის 176 970 შემ­თხვე­ვაა აღ­რი­ცხუ­ლი, 27 000-მდე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, 56 217 კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

  • ბელ­გია

11 მა­ი­სი­დან ბელ­გი­ა­ში ბიზ­ნე­სე­ბის უმე­ტე­სო­ბამ საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­ახ­ლა, თუმ­ცა და­საქ­მე­ბუ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვი­სა და პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლე­ვენ. კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და ბა­რე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა. ბრი­უ­სე­ლის ცენ­ტრში და­წეს­და მან­ქა­ნით მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რის უფრო მცი­რე ლი­მი­ტი და უპი­რა­ტე­სო­ბა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებ­სა და ვე­ლო­სი­პე­დის­ტებს ენი­ჭე­ბათ.

ქვე­ყა­ნა­ში სკო­ლე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლია. გეგ­მის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლებს 18 მა­ისს უნდა და­უბ­რუნ­დნენ. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით ბელ­გი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 53 081 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

  • ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო

11 მა­ი­სი­დან სკო­ლე­ბის ნა­წილს და­წყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი და­უბ­რუნ­დნენ. ასე­ვე მუ­შა­ო­ბა აღად­გი­ნეს ავ­ტოს­კო­ლებ­მა, თმის სა­ლო­ნებ­მა, აღ­დგა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, მთა­ვა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვაა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­მე­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 42 627 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და.

  • შვე­ი­ცა­რია

11 მა­ი­სი­დან გა­იხ­სნა სა­შუ­ა­ლო და და­წყე­ბი­თი სკო­ლე­ბი, ასე­ვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა გა­ნა­ახ­ლეს რეს­ტორ­ნებ­მა, მუ­ზე­უ­მებ­მა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­მა. 5-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა კვლავ აკ­რძა­ლუ­ლია. შვე­ი­ცა­რი­ა­ში COVID-19-ის 30 305 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

  • ეს­პა­ნე­თი

დღე­ი­დან, 11 მა­ი­სი­დან ეს­პა­ნეთ­ში დაშ­ვე­ბუ­ლია 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა. გა­იხ­სნა გარე ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი, თუმ­ცა მხო­ლოდ ნა­წი­ლი – ისი­ნი, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი სივ­რცის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის დის­ტან­ცი­ის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­უძ­ლი­ათ.

სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­მა „ბარ­სე­ლო­ნამ“ გა­სულ პა­რას­კევს ვარ­ჯი­ში გა­ნა­ახ­ლა, მად­რი­დის „რე­ა­ლი“ კი ვარ­ჯი­შის გა­ნახ­ლე­ბას დღე­ი­დან იწყებს.

“ნოუ კამ­პის­კენ” მი­მა­ვა­ლი ლი­ო­ნელ მესი

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პედ­რო სან­ჩე­სი მო­უ­წო­დებს ეს­პა­ნე­ლებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ უდი­დე­სი სიფრ­თხი­ლე, რად­გა­ნაც ვირუ­სი არ გამ­ქრა­ლა და ის ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და თე­ატ­რე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლია. სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნა სექ­ტემ­ბრამ­დე არ იგეგ­მე­ბა.

ეს­პა­ნეთ­ში ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის 264 663 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ მო­ნა­ცე­მე­ბით ის მხო­ლოდ აშშ-ს ჩა­მორ­ჩე­ბა.

  • იტა­ლია

იტა­ლი­ა­ში 4 მა­ისს გა­იხ­სნა ქარ­ხნე­ბი, გა­ნა­ახ­ლა მუ­შა­ო­ბა სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­მა, გა­იხ­სნა ოფი­სე­ბი. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნა სექ­ტემ­ბრამ­დე არ იგეგ­მე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებს უწევთ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

18 მა­ი­სის­თვის და­გეგ­მი­ლია მუ­ზე­უ­მე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გახ­სნა. 1 ივ­ნი­სის­თვის კი ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, თმი­სა და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის გა­იხ­სნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იტა­ლი­ა­ში შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის შემ­დეგ ქუ­ჩებ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ წე­სებს, არ ეკე­თათ პირ­ბა­დე, არ იცავ­დნენ სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას.

მი­ლა­ნის მერ­მა ჯუ­ზე­პე სა­ლამ ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­გვარ საქ­ცი­ელს “სა­მარ­ცხვი­ნო“ უწო­და. იტა­ლი­ე­ლი ვირუ­სო­ლო­გი მა­სი­მო გალი კი ში­შობს და აფრ­თხი­ლებს მი­ლა­ნე­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სის „ბომ­ბის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გას­კდეს და ვირუს­მა კვლავ იფეთ­ქოს.

  • გერ­მა­ნია

გა­სულ შა­ბათს გერ­მა­ნი­ა­ში გა­იხ­სნა ზო­გი­ერ­თი რეს­ტო­რა­ნი და კაფე. გერ­მა­ნი­ის 16 მი­წის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ზო­გი­ერთ მათ­გან­ში გა­იხ­სნა კა­ფე­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი, ზო­გი­ერ­თი კი მომ­დევ­ნო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავს.

გერ­მა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა მა­ღა­ზი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ. ბავ­შვე­ბის ნა­წი­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­უბ­რუნ­და. ასე­ვე ახ­ლდე­ბა “ბუნ­დეს­ლი­გაც”.

გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­თან­ხმდა, რომ თუ კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ში, 100 000 მა­ცხოვ­რე­ბელ­ზე, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, 50-ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­ზღუდ­ვე­ბი ისევ გა­ნახ­ლდე­ბა. ამ დრო­ის­თვის გერ­მა­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 171 879 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

  • ავ­სტრია

ქვე­ყა­ნა­ში გა­სულ შა­ბათ-კვი­რას გა­იხ­სნა სა­ლო­ნე­ბი, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტე­ბი და გოლ­ფის მო­ედ­ნე­ბი. მო­იხ­სნა გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა. 10 კაც­ზე მეტს კი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსა და მა­ღა­ზი­ებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლებს 4 მა­ისს და­უბ­რუნ­დნენ.

  • პო­ლო­ნე­თი

პო­ლო­ნეთ­ში 11 მა­ი­სი­დან იხ­სნე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სულ უცხო­ელ ტუ­რის­ტებს ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მო­უ­წევთ.

  • სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი

დღე­ი­დან და­ნი­ა­ში გა­იხ­სნა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი. სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში სწავ­ლა აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბი­დან გა­ნახ­ლდა, ხოლო და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლებს 18 მა­ი­სი­დან და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.

ნორ­ვე­გი­ა­ში აპ­რი­ლის მი­წუ­რულს სკო­ლე­ბი 6-დან 10 წლამ­დე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გა­იხ­სნა, დღე­ი­დან კი ყვე­ლა მოს­წავ­ლე უბ­რუნ­დე­ბა სკო­ლას. ბა­რე­ბი 1 ივ­ნი­სამ­დე და­კე­ტი­ლი რჩე­ბა.

ის­ლან­დი­ა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი და თმის სა­ლო­ნე­ბი 4 მა­ისს გა­იხ­სნა. ფი­ნეთ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლის შე­ნო­ბას 14 მა­ი­სი­დან უბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა იქ­ნე­ბა.

  • ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბი

ხორ­ვა­ტი­ა­ში დღეს გა­იხ­სნა გარე ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი, ასე­ვე დაშ­ვე­ბუ­ლია 10 კაც­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა. სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი და სკო­ლე­ბი სწავ­ლის ჩვე­ულ რე­ჟიმს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­უბ­რუნ­დე­ბი­ან. სერ­ბეთ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლის შე­ნო­ბებს დღე­ი­დან უბ­რუნ­დე­ბა.

  • სა­ბერ­ძნე­თი

4 მა­ისს გა­იხ­სნა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი და თმის სა­ლო­ნე­ბი. 11 მა­ი­სი­დან ყვე­ლა სა­ხის მა­ღა­ზია გა­ნა­ახ­ლებს მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა 1-ელ ივ­ნი­სამ­დე და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი. კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი 18 მა­ი­სი­დან გა­იხ­სნე­ბა, მუ­ზე­უ­მე­ბი კი მუ­შა­ო­ბას 15 ივ­ნი­სი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

ამბები.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved