• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპელების ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე ALMA სიძულვილის შემცველი ბანერების აკრძალვას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
12:51 10-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე სარეკლამო კომპანია ალმა პარლამენტს მიმართავს და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვას ითხოვს. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრის ვადა ხვალ, 8 ოქტომბერს ეწურება. 

მას შემდეგ, რაც ალმამ ოპოზიციის წევრებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გამოსახულებით “სისხლიანი” ბანერები გამოაკრა, ევროპულმა საქართველომ კომპანიას მიმართა, “იმავე სტანდარტით” ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე მათი ბანერიც გაეკრათ.  

თუმცა, ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე ალმა განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ “სისხლიან ბანერებს” საზოგადოების მხრიდან “სამართლიანი და ობიექტური ხასიათის” ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, აგრესიის გამომხატველ ქმედებებს ემიჯნებიან და მათი როლი მხოლოდ დამკვეთებისგან სარეკლამო ბანერების მიღება და ბილბორდებზე განთავსებაა. განცხადების მიხედვითვე, პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანამდე კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე “სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის” განთავსებაზე.

“ზემოაღნიშნული სარეკლამო ბანერების განთავსებაზე, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე, ა.წ. 2 ოქტომბერი, შპს ალმამ დაუყოვნებლივ უზრუნველყო აღნიშნული სარეკლამო ვიზუალების ჩამოხსნა და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას.

ამას გარდა, ა.წ. 3 ოქტომბერს, ორშაბათს შპს ალმამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და მოითხოვა საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანა, რამაც უნდა შეზღუდოს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და მისცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ჩვენს, ვფიქრობთ აბსოლუტურად სამართლიან და ობიექტურ ინიციატივას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

აქვე დავძენთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის და ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის მიერ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, საკანონმდებლო აქტებში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანამდე, ჩვენ ცალმხრივად მივიღეთ გადაწყვეტილება დაშპს ალმა უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.

ჩვენ ასევე გააზრებული გვაქვს, რომ კომპანიის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეკლამის დამკვეთის თუ დამკვეთების სამართლებრივად დასაბუთებული პრეტენზია შპს „ალმას“ მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება განაპირობოს სამართლებრივი პროცედურების დაწყება კომპანიის წინააღმდეგ.

თუმცაღა, ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა ნებისმიერ სუბიექტთან მიმართებაში და ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯით ჩვენი მხრიდან მცირე წვლილს შევიტანთ საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებასა და გარე რეკლამის სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ცივილური ურთიერთობის სტანდარტის დამკვიდრებაში”. – ვკითხულობთ განცხადებაში. 

როდის გააკრავს და გააკრავს თუ არა ევროპული საქართველოს ბანერს ალმა – კითხვით ტაბულამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც ამბობენ, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. 

„ტაბულა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved