• რეკლამა
  • კონტაქტი
18:05, სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროპაზე გასვლისთვის მთავარი ,,თამაში” მე-4 თვეა რუსთაველზეა, ეგრევე ფინალში ვერ ჩაერთვებით” – რუსკა ბუზიაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:57 03-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
573

სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა ბუზიაშვილი:

შარშან, დაბადების დღეზე, ჩემი უდიდესი სურვილი ავისრულე, დინამოზე შევხვდი, 22-ე დაბადების დღეს.
ის ღამე იყო, ნაკრები რომ ევროპაზე გავიდა… ვერც აღგიწერთ ალბათ, რა ბედნიერი ვიყავი… 2 დღეში ტატუ გავიკეთე, ევროპაზე გასვლის აღსანიშნავად. მერე ბევრი ვიტირე, ზოგი სიხარულისგან, ზოგი მწუხარებისგან, ევროპის ჩემპიონატის დროს. გამოვარდნის შემდეგაც ტატუ გავიკეთე და ეს ორი ფაქტი, სამუდამოდ ჩავწერე ჩემს ცხოვრებაში.

ოთხი წლის მანძილზე, ყოველ შეკრებაზე, დღეში 3-4 პოსტს ვაზიარებდი, მინიმუმ. საკუთარ კლუბებში გატანილ გოლებსაც კი, ისე აღვნიშნავდი, როგორც ნაკრებში გატანილს.

საათები ვიდექი რიგში, ბილეთი რომ მეყიდა, ყველა თამაშის ბილეთი ვიყიდე, ბედი იყო ალბათ, ან იღბლის ამბავია, არაა მარტივი ყველა თამაშს დაესწრო.

როდესაც ბიჭებს ვჭირდებოდი, ბოლო წამამდე ვღრიალებდი ტრიბუნიდან, ბოლოს ფილტვების ტკივილით გამოვდიოდი ხოლმე და კვირები საუბარი მიჭირდა…
ასეთი ვიცი ათასობით ადამიანი, დღევანდელი რუსთაველის გამზირიდან, სესხები რომ აიღეს, მაღალ პროცენტში, ოღონდ გერმანიაში ნაკრების გვერდით მდგარიყვნენ და იქიდან ჩემოსულები, კვირები რომ ვერ საუბრობდნენ, ყელის ტკივილისგან.
ამის შემდეგ მე როდის გამიჭირდა საუბარი იცით?! პარტიულ კლიპში რომ დავინახე, ნაკრების ხუთი ფეხბურთელი. ამაზე უფრო მეტად, დარბევის დროს ჭყლეტვაში რომ მოვყევი, მაშინ მიჭირდა საუბარი. მერე, ჭყლეტვას თავი რომ დავაღწიე და მეგონა სამშვიდობოს გავედი, სახურავიდან რომ ჩამოყარეს ცრემლსადენი კაფსულები, ფეხებზე რომ დამეცა, მაშინ მიჭირდა სუნთქვა და საუბარი, ფილტვებიც მთელი კვირა მტკიოდა. ჩემს მეგობრებს რომ ძვლები დაუმტვრიეს, მაშინაც მიჭირდა საუბარი, შინაგანი ტკივილისგან. ჩემზე პატარა ბავშვები რომ დააპატიმრეს, მაშიაც მიჭირდა საუბარი.
განსხვავება იცით რა იყო?
ნაკრების გულშემატკივრობისთვის, მადლობებს ვიღებდით მათგან, ქვეყნის სიყვარულისთვის სოლიდარობაც კი არ მიგვიღია.
კვარამ, გურიისთვის 10 000 (ჯამში 30 000) იცით ვის დაურიცხა?! არა მოხალისეებს, არამედ საკრებულოს წევრს, ერთ-ერთი სოფლის გამგებელს, არც კი ენდო ფონდებს და მოხალისეებს, რომლებზეც თვეებია დგანან ადამიანები.

ბოლოს, საერთოდ კატასტროფა იყო, როდესაც ,,სევსამორა”-დან არც მეტი, არც ნაკლები ,,პარაგრაფში” გადაიყვანეს…

იმედი მაქვს, როდესაც ,,ფლეისთეიშენს” ჩაუჯდებით სათამაშოდ, ან საუბარს დაიწყებთ ერთმანეთში, ხშირად შეგაწუხებთ, რუსთაველიდან წამოსული ხმა.

ხოდა ასე, იმედგაცრუებულმა წელს არც კი ვცადე ბილეთებზე შესვლა, არც კი ვიცოდი როდის იწყებოდა შეკრება, არც ის მაინტერესებს როგორ დამთავრდება ეს თამაშები.
თუ ევროპაზე გასვლა და თამაში უნდათ, ევროპაზე გასვლისთვის მთავარი ,,თამაში” მე-4 თვეა რუსთაველზე მიმდინარეობს, ეგრევე ფინალში ვერ ჩაერთვებით, გვიანი იქნება და ახლავე დაფიქრდეთ ჯობს.

ხოდა, მე რომ 4 წელი მიყვარდნენ და ვიბრძოდი მათთვის, მე რომ ასე მაქვს ნატკენი გული, წამით წარმოიდგინეთ, ის მამები რას გრძნობენ, 40 წელი რომ ამ ნაკრებს ელოდნენ და ახლა მათი შვილი ციხეშია, ქვეყნის სიყვარულისთვის, ის ბიჭები კი, ვინც ამ ქვეყნის ნამუსი უნდა იყოს დუმილს არჩევენ.

ეროვნული ნაკრები, რავიცი, მოვა დრო და ეს დუმილი სამარცხვინო გახდება.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო
ახალი ამბები

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო

16:10 08-12-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved