ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.
ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის თემა იქნება „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“.
დაგეგმილია, რომ აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 12 მარტს, კენჭს უყრიან.














კომენტარები