• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, კვირა, 19 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ორი ტექსტი, რომელშიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

ალია ავტორი - ალია
14:14 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
243

ევროპარლამენტმა შესაძლოა მიიღოს ახალი რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული და მოთხოვნილია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო, ევროპულმა საბჭომ, სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად, მას პერსონალური სანქციები დაუწესოს.

ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით დებატები დღეს, 13 თებერვალს გაიმართება. საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან ორში საუბარი შეეხო ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის, როლს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებში.

ერთი რეზოლუციის ტექსტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიაა (EPP), მეორის კი ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი.

EPP მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ევროპის საბჭოს მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

“ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც მისი პირადი შურისძიების ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად”, – წერია EPP-ის ტექსტში.

რაც შეეხება რეზოლუციის მეორე ტექსტს, ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე, ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, ლაკმუსის ტესტი იქნება.

“გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის არაერთი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობა ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და პასუხი უნდა აგოს, იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართება. კიდევ ერთხელ მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება ამ საკითხის მოსაგვარებლად.

განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ შექმნილ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, როგორც ლაკმუსის ტესტს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების სურვილის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ მოწოდებას, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved