• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 490 ხმით მიიღო

ალია ავტორი - ალია
15:14 07-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
615

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის კოლაფსად და ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებად არის შეფასებული.

დოკუმენტით ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს რეპრესიებში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკური პატიმრების არსებობაში და პრორუსულ კურსში.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი:

  • გმობს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს, დაკავებებს და სისტემურ ზეწოლას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ;
  • ითხოვს ახლახან მიღებული „დრაკონული კანონების“ გაუქმებას, რომლებიც საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ემსახურება;
  • გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის ზრდაზე და ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
  • აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულია, ხელისუფლება კი არალეგიტიმური;
  • აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები მიტაცებულია.
  • ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი — მიუკერძოებელი ადმინისტრაციითა და საერთაშორისო მეთვალყურეობით.

დოკუმენტი მიუთითებს საქართველოზე, როგორც დამოუკიდებლობადაკარგულ და „ოცნების“ რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოზე, რომლის საგარეო პოლიტიკა აშკარად აცდენილია ევროკავშირის ღირებულებებს და უსაფრთხოების საერთო ხედვას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved