• რეკლამა
  • კონტაქტი
09:09, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტის სამი პირადი კრიმინალი საქართველოში – რას აცხადებს პრემიერი

ალია ავტორი - ალია
13:42 03-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,762

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიაზეც ისაუბრა და თქვა:

“ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია რამდენიმე კვირის წინ და მათ თქვეს, თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერს სააკაშვილსა და ჩვენ ქვეყანას, საქართველოს. პირდაპირ თქვეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, ჩაგრავდა…  ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ ის ჩვენი კრიმინალია.

რა გვითხრეს კეზერაშვილზე, ადამიანი რომელიც არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი საქართველოში, მძარცველი ჯარის, ბიზნესის რეკეტიორი, და ევროპელი პენსიონერების მძარცველი ქურდი, რომლის თაობაზე ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებებს და ჩვენ ვართ ჩართული, ვართ კოორდინაციაში. კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნეს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ არის მათი კრიმინალი.

ასევე გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს, მედიამენეჯერის გვარამიას გათავისუფლების თაობაზე, ვინ არის გვარამია, შევახსენებ საზოგადოებას, ჩვენ დეპუტატებს, გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი, შემოქმედი იყო ამ დანაშაულებრივი სისტემის, იგი იყო პროკურორის მოადგილე, იყო ჩართული პირდაპირ მაგალითად “იმედის” წართმევის საქმეში, მისი  უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება, ბატონ გვარამიაზეც გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა თავისი კერძო კომპანია, მოიპარა 5 მილიონზე მეტი, ზარალი მიაყენა, არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი. 

ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, ეს არის  შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ბევრს გაუკვირდა როცა ეს ფაქტები მოვიყვანე ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში და პირდაპირ დავუკავშირე მათი ასე ვთქვათ ჩართულობა და განზრახვა ქვეყნის შიგნით მოქმედი მე-5 კოლონის დესტრუქციულ ქმედებებს და ვთქვით, რომ სამწუხაროდ, თანხვედრაში მოდიან, ევროპარლამენტის გარკვეული, ზოგიერთი წევრები, ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან”, – თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ოცნების” სასამართლომ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 16 მაისს, აბსურდული ბრალდებით, “მანქანის გამოყენების ეპიზოდზე” 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. “მთავარ არხის” გენერალური დირექტორი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის მიერ აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად, ნიკა გვარამიას საქმე არაერთხელ მოხვდა სახ.დეპის ანგარიშში. ევროპარლამენტმა მიიღო არაერთი რეზოლუცია, რომელშიც ხელისუფლებას პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

წყარო – მთავარი არხის

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved