• რეკლამა
  • კონტაქტი
04:31, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტის კრიტიკული ანგარიშის საპასუხოდ “ოცნებამ” პარლამენტში ინიცირებული 3 კანონპროექტის სწრაფად განხილვა უნდა დაიწყოს.” – მიხეილ დაუშვილი

ალია ავტორი - ალია
13:47 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

პარტია “საქართველოსთვის” ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის დაუყოვნებლივი რეფორმისკენ მოუწოდებს.  

პარტიის წევრის მიხეილ დაუშვილის განმარტებით,  ევროპარლამენტის გუშინდელი კრიტიკული ანგარიშის საპასუხოდ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში უკვე ინიცირებული 3 კანონპროექტის სწრაფად განხილვა უნდა დაიწყოს.

დაუშვილის თქმით, ეს ნაბიჯი  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.

„გამოწვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც მის ყველა რგოლს მოიცავს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი იმპლემენტაცია, ვინაიდან აღნიშნულზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის წარმატება. შესაბამისად, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ:

1. დაიწყოს სასამართლოს შემდგომი რეფორმირების ინკლუზიური და ღია პროცესი, ყველა აქტორის ჩართულობით, რომლის ძირითადი მიზანი იქნება სასამართლოში „გავლენის ჯგუფების“ შესუსტება და ძალაუფლების ლოგიკის ცვლილება. ამ კონტექსტში განხილული იქნეს პარტია „საქართველოსთვის“ კანონპროექტი იუსტიციის საბჭოს მიერ ე.წ. ორმაგი 2/3-ით მოსამართლეთა არჩევის შესახებ;

2. დაუყოვნებლივ დაიწყოს იუსტიციის საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის არჩევის პროცესი;

3. გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყოს პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიო გამიჯვნას. პარალელურად, გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები რეფორმისთვის საგამოძიებო უწყებების მოსამზადებლად;

4. პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, შეფასდეს პროკურატურის კოლეგიური ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობა და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები კოლეგიურ ორგანოებში გავლენის ჯგუფების მმართველობის თავიდან ასაცილებლად. აქვე, განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გენერალურ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით ასარჩევად.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, ეფექტიანობას და შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარმატების პროცესს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე.

თეგები: მიხეილ დაუშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved