• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ევროპა! აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოს და დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს” – ლაშა ბუღაძის გამოსვლა ევროპარლამენტში

ალია ავტორი - ალია
17:19 06-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

ევროპა ჩვენი იმედია, ჩვენი ქომაგი და დასაყრდენი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გაოცებულები შევყურებდით დასავლეთს,თუ როგორ არ სჯიდა ის წლების განმავლობაში პუტინის ნეოფაშისტურ-ნეოსტალინურ რეჟიმს – ევროპა! აჩვენე შენი ძალა, პუტინი უნდა დამარცხდეს! – ასე მიმართა მწერალმა ლაშა ბუღაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო არასდროს იქნება „რუსული სამყაროს“ ნაწილი.

„ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი უკანასკნელ ერთ წელიწადში, მას შემდეგ, რაც ოლიგარქ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ე. წ. რუსული, ანუ „აგენტების კანონი მიიღო, 30-იანი წლების ტერორის ტრავმა მთელი სიცხადით აღდგა ჩვენს სინამდვილეში: ბევრი ქართველი ხელოვანი, პოლიტიკოსი, მეცნიერი თუ მოქალაქე ხომ სწორედ ამ ბრალდებით იქნა გადასახლებული ან ფიზიკურად განადგურებული სტალინის დროს, რომ ისინი ვითომდა უცხოეთის აგენტები იყვნენ. ასე გამოაცხადეს უცხოეთის აგენტებად და გაანადგურეს უამრავი ადამიანი და ახლაც უცხოეთის აგენტებად აცხადებენ პრორუსი ოლიგარქის კრიტიკოს არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჩვენ – მწერლებს, არტისტებს, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ დემონსტრაციებზე დაკავებული და ნაწამები თავიანთი კოლეგების გამო.

პროტესტისთვის ახლაც დაპატიმრებულები არიან ცნობილი მსახიობები – ანდრო ჭიჭინაძე, ვეფხია კასრაძე, ონისე ცხადაძე და სხვები. ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ საბჭოთა ცენზურა დააბრუნა და თავდასხმის ობიექტი ამჯერად ცნობილი თეატრალური რეჟისორები და დრამატურგი, დათა თავაძე და დავით დოიაშვილი გახდნენ. ასევე რეჟიმთან მებრძოლი გმირი-ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ევროპა ჩვენი იმედია, ჩვენი ქომაგი და დასაყრდენი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გაოცებულები შევყურებდით დასავლეთს, თუ როგორ არ სჯიდა ის წლების განმავლობაში პუტინის ნეოფაშისტურ-ნეოსტალინურ რეჟიმს.

პუტინი საქართველოს თავს დაესხა 2008 წელს და ეს შერჩა, მკვლელი და ტირანი არ დასჯილა, და პირიქით, თითქოს ჩემი პატარა ქვეყანა აღმოჩნდა დამნაშავე – როგორ გაბედე და რუსეთისგან დაიცავი თავიო, ამით გათამამებული პუტინი კი უკრაინას დაესხა თავს 2014 წელს და ყირიმი მიითვისა, და ესეც კი შერჩა, ისევ არ დასჯილა… ასევე ევროპული ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმა ყველაფერი იღონა, რათა უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეღოთ 2008 წელს და ეს ცხადია სიგნალად იქცა პუტინისთვის, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ დაგვსხმოდა თავს და ბოლოს, 2022 წელს, უკრაინის განადგურება განეზრახა. ეს დიდი შეცდომები იყო: თავის მოტყუების, პრობლემის არ დანახვის, რამაც ჩვენც და ევროპასაც რუსეთის თავდასხმის საფრთხე გააჩინა.

იმედია დღეს კი გაითავისა ყველამ, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინაზე არ გაჩერდება… ამიტომ – ევროპა! აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოსა და დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს, რათა ავტოკრატმა პრორუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ისინი დღენიადაგ აძაგებენ ევროპას… პროპაგანდის მეშვეობით, მტრის ხატად აქვთ დასავლეთი გამოცხადებული და თავად კი ყველა დასავლური პრივილეგიით სარგებლობენ – მოგზაურობით, გართობით თუ ოჯახის წევრების სწავლითა თუ ცხოვრებით დასრულებული. ამ თვალთმაქცობას კი ბოლო უნდა მოეღოს.

ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ როგორც ყოველთვის, ევროპის ზურგი უნდა ამაგრებდეს ჩვენს ბრძოლას… საქართველო არასდროს იქნება „რუსული სამყაროს“ ნაწილი, რადგან მჯერა, არც პუტინისტურ რუსულ სამყაროს უწერია დიდი დღე, და ამ ბრძოლაში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ. ტერორი და ომი მუდმივ რეალობად არ უნდა იქცეს ევროპაში“,- განაცხადა ბუღაძემ.(ინტერპრესნიუსი)

თეგები: ლაშა ბუღაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved