ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე დღეს ბაქოს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„რუსეთის მიერ ენერგომომარაგების იარაღად გამოყენების ფონზე, ენერგიის იმპორტის დივერსიფიცირება ევროკავშირის პრიორიტეტია. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში გაემგზავრებიან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.














კომენტარები