• რეკლამა
  • კონტაქტი
15:06, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკომისიის გენერალური დირექტორი საქართველოში ჩამოდის

ალია ავტორი - ალია
15:24 04-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,450

ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 30 აპრილიდან 4 მაისამდე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

„30 აპრილს, ბატონი კოოპმანი  სომხეთს ეწვევა. მისი ვიზიტი უშუალოდ მოსდევს ევროკავშირი– აშშ–სომხეთის 5 აპრილის მაღალი დონის შეხვედრას და სომხეთისთვის მედეგობის და ეკონომიკური ზრდის გეგმის  გამოცხადებას. ვიზიტის დროს, გენერალური დირექტორი ისაუბრებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის სექტორული თანამშრომლობის გაზრდასა და ევროკაშვირის ინვესტიციებზე, ასევე, ევროკავშირის დახმარებაზე რეფორმების განხორციელებასა და დევნილთა ინტეგრაციაში. ბატონი კოოპმანი შეხვდება სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, მთავრობის წევრებს, მათ შორის ვიცე–პრემიერებს მჰერ გრიგორიანს და ტიგრან ხაჩატრიანს, ეროვნული ასამბლეის წევრებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს; ბატონი კოოპმანი, ასევე, გახსნის  ევკროკაშირისა და გერმანიის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანი  ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და მდგრადი ენერგოინიციატივების განხორციელებაა.

1 და  2 მაისს, ბატონი კოოპმანი  საქართველოს ეწვევა და ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ბატონი კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობისა წევრებს, მათ შორის, ვიცე–პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.  ის, ასევე ,შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში. ბატონი კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში  წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

3 და 4 მაისს, ბატონი კოოპმანი ეწვევა აზერბაიჯანს, რომ განიხილოს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონულ კავშირებისა და განახლებადი ენერგიების სექტორებში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის COP29 კონტექსტში, რომელსაც ნოემბერში აზერბაიჯანი უმასპინძლებს. გენერალური დირექტორი შეხვდება მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაევს და ციფრული განვითარების და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს. გენერალური დირექტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გახსნის ,,ევროპის გუნდის“ ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანში ჭურვების გაუვნებელყოფაზე იქნება მიმართული და დაეხმარება შესაძლებლობების გაზრდას, ჭურვებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცოდნის გაზრდას და მსხვერპლთა მეტ ხელშეწყობას. ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, გენერალური დირექტორი, ასევე, გახსნის ევროკავშირის დახმარების პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო საწაროებისთვის საფინანსო ჩართულობის გასაუმჯობესებლად”- წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved