• რეკლამა
  • კონტაქტი
06:33, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკომისიამ უკრაინის რეფორმების გეგმა დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
11:57 04-16-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

ევროკომისიამ კიევის მიერ წარდგენილი უკრაინის რეფორმების გეგმა დაამტკიცა, რაც წინაპირობაა ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – 2024 წლიდან 2027 წლამდე – 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გადასახდელად, – ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისია განმარტავს, რომ უკრაინის რეფორმის გეგმის დამტკიცებამ Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში რეგულარული გადახდების გზა მოამზადა. ამ პროგრამით გამოყოფილი დაფინანსების მიზანია, ხელი შეუწყოს კიევს ადმინისტრაციის ფუნქციონირების შენარჩუნებაში, ხელფასების და პენსიების გადახდაში, ძირითადი სამთავრობო სერვისების უზრუნველყოფასა და ქვეყნის აღდგენაში.

ევროკომისიის განცხადებით, უკრაინის გეგმის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა მოხდება იმ პირობით, რომ უკრაინამ უნდა განაგრძოს ეფექტური დემოკრატიული მექანიზმების მხარდაჭერა და პატივისცემა.

„უკრაინის რეფორმებისა და ინვესტიციების სტრატეგია მყარ საფუძველს გვთავაზობს უფრო თანამედროვე და აყვავებული უკრაინის ასაშენებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. კომისიის მიერ უკრაინის გეგმის დადებითად შეფასება გზას გაუხსნის Ukraine Facility-ის ფარგლებში რეგულარულ გადახდებს. დღევანდელი წინადადებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ევროპა დგას უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც სჭირდება და რომ ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ საჭირო ფინანსური მხარდაჭერა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინის გეგმა 69 რეფორმას და 10 ინვესტიციას განსაზღვრავს და დაყოფილია 146 რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლად. ეს რეფორმები მოიცავს 15 სფეროს, მათ შორის ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ადამიანურ კაპიტალს, ასევე სახელმწიფო საწარმოებს, ბიზნეს გარემოს, საჯარო ფინანსებს და სხვა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახლა ერთი თვე აქვთ უკრაინის რეფორმების გეგმის ეროვნულ დონეზე დასამტკიცებლად, რაც მაკროფინანსური დახმარების გადახდის წინაპირობაა. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება 1.89 მილიარდ ევრომდე წინასწარი დაფინანსების გამოყოფა მანამ, სანამ არ დაიწყება რეფორმის გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულარული გადახდები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved