ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“დღეს ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ ბოსნია და ჰერცეგოვინას.
ამგვარად, ის შეუერთდება კანდიდატთა კლუბს, სადაც არიან უკრაინა, ალბანეთი, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი.
ჩვენ? ჩვენ ვარჩიოთ კატარი თუ ყატარი ან რა მორიგი სისულელე უთხრა ა პოლიტიკოსმა ბ პოლიტიკოსს და რა უპასუხა ამ უკანასკნელმა.
სანამ მთავარი და მეორეხარისხოვანი საკითხები ვერ გაგვირჩევია ერთმანეთისგან, ყოველთვის ოროსნები ვიქნებით. ოროსნების ადგილი კი წვეულებაზე არაა!”
კომენტარები