• რეკლამა
  • კონტაქტი
07:43, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი – ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა “ოცნების” ინიციატივას

ალია ავტორი - ალია
13:32 03-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი – მმართველი გუნდის განცხადებით, დოკუმენტი ქვეყნის მთავარ არჩევანს ასახავს. პროექტის ინიცირების პროცედურები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით მიიღებს. ოპოზიცია აქტიურად ჩაერთვება რეზოლუციის განხილვის პროცესში და არ გამორიცხავენ, რომ მას მხარი დაუჭირონ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ რეზოლუციის რაც შეიძლება სწრაფად მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“ახლა მთავარია, საქართველომ იმოქმედოს ძალიან სწრაფად, ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო დასაკარგი. თავად პარლამენტი არ მოქმედებს სწრაფად, არ იხილავს ამ საკითხს დაჩქარებული წესით და ეს გადადო ორი კვირის შემდეგ განსახილველ საკითხებში, რაც არის ფარისევლური და თვალთმაქცური დამოკიდებულება, ერთი ხელით თითქოს აკეთებენ განაცხადს, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს მთავრობამ. ახლა სასწრაფოდ უნდა მოვიწვიოთ საგანგებო სხდომა და ამ სხდომაზე უნდა მოხდეს ამ რეზოლუციის მიღება,”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია რეზოლუციის მხარდაჭერას არ გამორიცხავს, თუმცა, მის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება.

“წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ იმედი ხომ უნდა გვქონდეს, რომ რაღაც შედეგი ექნება. ჩვენ აქ ზარ-ზეიმით მივიღოთ რაღაც დოკუმენტი და ევროპაში სასაცილოდ არ ეყოთ ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარე, უბრალოდ არასერიოზულია, თორემ განა წინააღმდეგი ვარ ამ რეზოლუციის. რეზოლუციის ეს ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ცუდი არაფერი წერია, მიზნად ისახავს გუშინდელი ამბების რაღაცნაირად გადაფარვას,”-აცხადებს იაგო ხვიჩია.

“ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სისწრაფე არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ.

“აქ არის პროცედურები, როგორც ევროკავშირში, ისე სხვა უწყებებში რომ ამის განხილვა მოხდეს და აქვე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ უკრაინასთან მიმართებაში. რადგან თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის შემთხვევა არის განსაკუთრებული. თუმცა, კონსულტაციების საფუძველზე, ასევე იქნა დადასტურებული, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენი განაცხადი იქნება ის, რომ დროზე ადრე, ანუ დაჩქარებული წესით მოხდეს ამ საკითხის განხილვა. შესაძლო სპეკულაციები, რომ თითქოს ჩვენ პროცედურებით ისე დავაგვიანებთ ამის მიღებას, რომ იქ შეიძლება პრობლემები შეიქმნას, წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა,”-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved