• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ევროკავშირმა სტანდარტში ჩასვა წესი, რომელსაც საქართველო ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ვერ მოაგვარებს…“

ალია ავტორი - ალია
21:07 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,102

ანი დვალიშვილი

გაზაფხული მოგვადგა კარს და წესით, საგაზაფხულო სამუშაოები ამ კვირაშივე უნდა დაიწყონ ფერმერებმა, მაგრამ ხალისი არავის აქვს. მიზეზი რამდენიმეა, მათგან უმთავრესი კი ის გახლავთ, რომ ფერმერები ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებ მოგებას ნახულობენ და ხვდებიან, რომ თუ სახელმწიფო ხელს არ შეუწყობს, მიწის დამუშავება აზრს კარგავს. ხელშეწყობაში კი, იმპორტირებულ პროდუქტებზე

გადასახადების დაწესება და მათი შეზღუდვაა. ჰო, შეზღუდვა, რადგან ადგილობრივი ნაწარმი შემოტანილზე ძვირი ღირს, რაც პარადოქსია, მაგრამ სწორედ რომ ასეა.

ხორბლით დავიწყოთ, პროდუქტით, რომელზეც არაერთხელ დაგვიწერია. რუსეთმა ხორბალზე ბაჟი კვლავ გაზარდა და წისქვილკომბინატები შარშანდელის მსგავსად, წელსაც გაჩერდნენ. სამაგიეროდ, ფქვილი შემოდის დიდი რაოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატი უფუნქციოდ დარჩა. ქართველი ფერმერების აბსოლუტური უმრავლესობა, მოწეულ მოსავალს მაშინვე არ ყიდის, ინახავს და ცდილობს რეალიზაცია ზამთრის მიწურულს, გაზაფხულზე გაუკეთოს, რადგან ამ დროს ხორბალი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირია, მაგრამ წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს არ ყიდულობენ. ეს იმიტომ, რომ აქ მოწეული ხორბლის შეძენა… რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე ძვირი ჯდება. ანუ, გამოდის, რომ ფერმერებს ხორბალი აქვთ, შესაბამის ფასში ვერ ყიდიან და… ახალ მოსავალზე ფიქრი ამ დროს როგორია, თავად განსაჯეთ.

ბევრად საინტერესო ვითარებაა კარტოფილთან მიმართებაში. საყოველთაო სანქციების ფონზე, რუსული და ბელორუსული კარტოფილით ქართული ბაზარი მთლიანად გაჯერდა. თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, ორივე ქვეყნიდან საქართველოში ჩამოტანილი კარტოფილი 0.71 ლარი ჯდება, ბაზარზე კი მისი ფასი 1.80 ლარიდან იწყება, ანუ ფასნამატი ამ შემთხვევაში, 100%-ზე მეტია. ისე, კარტოფილი გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით, გვალვების გამო არ მოვიდა და შეიძლება ითქვას, სანქციებმა სულზე მოგვისწრო, თორემ ისევ ირანული კარტოფილის ყიდვა მოგვიწევდა, იმ კარტოფილის, რომელიც ხარისხით ვერ დაიკვეხნის და რომელიც ლამის სრულად ჩაანაცვლა რუსულმა და ბელორუსულმა. სწორედ საქნციების გამო, საქართველო რუსეთიდან მზესუმზირის ზეთსაც იაფად ყიდულობდა და ფასმაც ცოტა დაიკლო, თუმცა რუსული მხარე ახლა გადასახადს ზრდის და 1 მარტიდან ზეთის ისევ გაძვირებას ელოდებიან.

ეს ყველაფერი თითქოს მარტივი გასაგებია, მაგრამ გაუგებარი ის გახლავთ, რატომ არ აკეთებს არაფერს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჰო, არაფერს, რადგან ფერმერებს თუნდაც იმ მცირედი პროდუქციის რეალიზების პრობლემა აქვთ, რომელიც მოჰყავთ და ამაზე ცუდი ის გახლავთ, რომ იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ერთი ხელით ფერმერების ნაწილს ეხმარება, მეორეთი – ანადგურებს. კონკრეტულ მაგალითსაც გეტყვით – ფაროსანას განადგურების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დასავლეთ საქართველოში ასობით ჰექტარს წამლავს და ეს წამალი… სრულად ანადგურებს ფუტკარს. გასულ კვირას ერთ-ერთი ფერმერი ჩიოდა, რომ ფაროსანაზე შეწამვლის შემდეგ, 40 ოჯახი ფუტკარი სრულად გაუწყდა და როცა

სოფლის მეურნეობის სამინისტორს მიმართა, იქ უთხრეს, რომ უნდა დარეგისტრირდეს, უნდა მიუთითოს სკების ლოკაცია და როცა იქ შეწამვლა მოხდება, შეტყობინებას მიიღებს, რომ ფუტკარი გარეთ არ გამოუშვას. არადა, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თუნდაც ტელევიზიით რომ გაეკეთებინა განცხადება, ეგებ არც არაფერი მომხდარიყო. თანაც, ფუტკრის სკაში დაბმა ცოტა რთული ამბავია, საფრენი უნდა ჩაუკეტო და… ჩაკეტილ სკაში ფუტკარს, მითუმეტეს სითბოში, ერთ დღეზე მეტს უბრალოდ ვერ გააჩერებ.

ამასობაში, ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოახერხეს და გაიაფებული წალმები ისევ გააძვირეს. თანაც, კომპანიები მყიდველზე ფსიქოლოგიურად მუშაობენ – პრაქტიკულად ყველა სააფთიაქო ქსელში, დახლზე დაწყობილ წამლებს დიდი ასოებით აწერია – თურქული მედიკამენტები და ევროპული მედიკამენტები. ანუ მინიშნებაა, თურქულს რომ ყიდულობ, ევროპულიც გვაქვს და ევროპული ჯობიაო. თუმცა, გაძვირება უკვე თურქულ მედიკამენტებსაც შეეხო და კომპანიები ხელს მეზობელი სახელმწიფოსკენ იშვერს, მიწისძვრის გამო წამლებზე მოთხოვნა გაიზარდა და თურქეთმა ფასი გააორმაგაო, რაც მტკნარი სიცრუეა. ჯერ ერთი, არ დაზარალებულა წამლის მწარმოებელი არცერთი ქარხანა და მეორეც – თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ წამლის ფასმა 35%-ით მოიმატა და არა 100 და 150%-ით, როგორც ეს საქართველოში მოხდა.

ზოგადად, ქართველებს კრიზისულ სიტუაციებში ფულის კეთების და მოსახლეობაზე წიხლის დაჭერის ნიჭი გვაქვს. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, შავი ზღვა რისკის ზონად არის გამოცხადებული და თუ ერთ გემზე აქამდე ტვირთის დაზღვევა 10 ათასი დოლარი ღირდა, ახლა ფასი 100 ათასი დოლარია. რა თქმა უნდა, დაზღვევის გაძვირება ზრდის გადაზიდვის ღირებულებას და ეს მაშინ, როცა ომის წლისთავზე, საქართველოში მომავალი არცერთი გემი არ ჩაძირულა და არანაირი საფრთხე არ დამუქრებია.

სამწუხაროდ, სამთავრობო დონეზე ამის შესახებ არაფერი თქმულა და ათასი

პროცენტით გაძვირებული დაზღვევის ფულის გადახდა მოსახლეობას რომ უწევს, ფაქტია.

წეღან ფუტკარი ვახსენეთ და თაფლის ბუმის გამო, ამ საქმიანობით საქართველოში ბევრი დაკავდა. ეს მანამ, სანამ ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის გატანაზე შეზღუდვებს არ დაგვიწესებდა. უფრო ზუსტად კი, ევროკავშირმა სტანდარტში ჩასვა წესი, რომელსაც ქვეყანა ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ვერ მოაგვარებს – საქართველოში არ უნდა იყოს კერძო საპირფარეშოები, სოფლებშიც კი, ყველაფერი საკანალიზაციო მილებში უნდა მოექცეს, რადგან ფუტკარმა ე.წ. „ჩეჩმადან“ ვერ შეძლოს სითხის აღება. ეს კი რამდენიმე მილიარდი დაჯდება და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული თაფლი ევროპაში გავიდეს, ამ მილიარდებს არავინ გადაიხდის. ჰოდა, ამ ყველაფერმა ის მოიტანა, რომ ქართული თაფლის საბითუმო ფასი 8-10 ლარში მერყეობს და არაერთ მეფუტკრეს შინ ტონობით თაფლი უდევს და ვერ ყიდის. ჰოდა, თუ 1-2 წლის წინ, ფუტკრის ერთი ოჯახი 300 ლარი ღირდა, ახლა 150 ლარად იხვეწებიან და მყიდველი არც ამ მიმართულებით არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს სფერო უმოკლეს დროში განვითარდა და დიდი ალბათობით, უმოკლეს დროშივე ჩამოიშლება, რადგან პროდუქციის გასაღების ბაზარი უბრალოდ არ გვაქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved