• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირმა 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოგვიყო

ალია ავტორი - ალია
17:39 11-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს, რომლის უმეტესი ნაწილი კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებადაა მიმართული, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად, 100 მილიონი ევრო გადმოურიცხა.

მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია. 2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა.

ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია: 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას; 25 მილიონი ევრო არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან. საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო – გრანტის სახით გაიცემა.

75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოჰყვება. რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის, მმართველობის (განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად), ენერგეტიკის სექტორისა და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროებში უნდა განხორცილდეს. თუ მთავრობამ ეს შეთანხმებული რეფორმები გაატარა, 2021 წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში დამატებით 75 მილიონი ევროს გამოყოფა.

2018 წლის აპრილში დამტკიცებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ტრანშის მეორე ნაწილი (25 მილიონი ევრო) სესხების (20 მლნ ევრო) და გრანტის (5 მლნ ევრო) სახით გასაცემი თანხებისგან შედგება. პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული შეთანხმებული პირობების შესრულებამ ამ მეორე ტრანშისთვის შესაძლებელი გახდა რეფორმების გატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის, ფინანსური სექტორის, სოციალური და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკისა და ბიზნეს გარემოს სფეროებში.

„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს. ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი. ასევე მიგვაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ დახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოვების გრძელვადიან პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება კონკრეტული სარგებელს მომტანი ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოება და პენსიები”, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

თეგები: კარლ ჰარცელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved