• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირი – ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს

ალია ავტორი - ალია
11:57 01-05-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს. ბლოკი ყველა აქტორს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია და უზრუნველყონ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა, – ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროკავშირი იხსენებს, რომ ნებისმიერ ვითარებაში უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ პრინციპების დაცვაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ნიკოლას მადუროს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო არ სარგებლობს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციით და რომ ბლოკი მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას ვენესუელას ხელმძღვანელობით, მისი სუვერენიტეტის პატივისცემით. ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ბლოკი იზიარებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს გამოწვევები უნდა გადაიჭრას მდგრადი თანამშრომლობით, საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ დიალოგს ყველა ჩართულ მხარესთან, რაც გამოიწვევს კრიზისის მოლაპარაკებით, დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელსაც ვენესუელელები ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას მხარს უჭერს ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო – ყველა, უნგრეთის გარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved