• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოსთვის თანხების გამოყოფას აჩერებს? – “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება”

ალია ავტორი - ალია
14:42 04-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიერ შეთანხმების მიღწევის უუნარობის გამო, პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში დასახმარებლად ევროკავშირის მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად. ამ შედეგში დამნაშავე არიან, როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობაში არსებულ პარტიას ეკისრება.

ჩვენ ვადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი მუშაობისადმი და მივესალმებით პოლიტიკური პარტიებისადმი მის მიერ გაკეთებული შეთავაზების გამოქვეყნებას, რაც კიდევ უფრო ზრდის მედიაციის პროცესის გამჭვირვალობას. უკიდურესად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. ამ შეთანხმების შინაარსი ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის აზრიანი განაწილება და რაც ყველაზე მთავარია, მომავალ არჩევნებთან და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ საქმესთან დაკავშირებული გამოსავალი. აღნიშნული გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ასევე მივესალმებით ჟან-მონეს დიალოგის პროცესს ევროპარლამენტის მხარდაჭერით, როდესაც ამის საშუალებას პოლიტიკური სიტუაცია შექმნის.

პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას. კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის შემდგომი თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე პირობითობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით.

ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღება საჭიროებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას. ეს რეფორმები არის საკვანძო მნიშვნელობის ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალი არჩევნებისა და სასამართლოს სისტემისთვის ძირის გამოთხრა, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ. ფსონი დევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე“

განცხადებას ხელს აწერენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

თეგები: ევროპარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved