• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევოლუშენ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლის სასარგებლოდ 110 796 ლარი დაეკისრა

ალია ავტორი - ალია
11:01 12-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” წინააღმდეგ პროფკავშირების სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, კორნელი ქაცარავას სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათი განმარტებით, კორნელი ქაცარავა წლების განმავლობაში იყო დასაქმებული შპს “ევოლუშენ ჯორჯიაში” ბანქოს მჩეხავთა გუნდის ლიდერის პოზიციაზე. ამასთან, ის კომპანიის ხელმძღვანელობას აწვდიდა ინფორმაციას სამუშაო ადგილზე ანტისანიტარიის, ანტისანიტარიის გამო დასაქმებულებს შორის კანის დაავადებების გავრცელების, ჰაერის ვენტილაციის ხარვეზიანობისა და სამუშაო მოცულობის ზრდის მიუხედავად შრომის ანაზღაურების უცვლელად დატოვების მიმართ დასაქმებულთა უკმაყოფილების თაობაზე.

“ამ საკითხებზე ქაცარავას მონაწილეობით შეხვედრაც კი შედგა დასაქმებულებსა და ხელმძღვანელობას შორის, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ ხელმძღვანელობის გულგრილობამ გამოიწვია ის, რომ 2019 წლის 30 ივლისი – 4 აგვისტოს დღეებში კორნელი ქაცარავამ სხვა დასაქმებულებთან ერთად სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქცია. კომპანიამ ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო პრობლემების მოგვარების მიზნით აქციის მონაწილეებთან თანამშრომლობა, აქციის დაწყებიდან მალევე დაბლოკა სამუშაო ადგილზე დასაქმებულების შესვლის შესაძლებლობა. დამსაქმებელი, მიუხედავად ზაფხულის სიცხისა, აქციის მონაწილე დასაქმებულებს წყლის დასალევადაც კი აღარ უშვებდა შენობაში. ამგვარად, 30 ივლისის შემდეგ კორნელი ქაცარავას დამსაქმებლის ბრალით აღარ მისცემია სამუშაო ადგილზე გამოცხადების შესაძლებლობა. 2019 წლის 5 აგვისტოს კი დამსაქმებელმა დასაქმებულს გამოუცხადა საყვედური სამსახურში გამოუცხადებლობის გამო და იმავე დღესვე ამავე ქმედების გამო ქაცარავა გაათავისუფლა სამსახურიდან”, – განმარტავს პროფკავშირები.

მათი ცნობით, დამსაქმებელმა კორნელი ქაცარავას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა არა უკანონო გაფიცვაში მონაწილეობა, არამედ თითქოსდა სამსახურში გამოუცხადებლობა.

“სასამართლო დარწმუნდა, რომ ქაცარავასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მისი დასჯა ედო საფუძვლად შრომის პირობებზე გამოთქმული პროტესტის გამო და არა ის, რაც ფორმალურად ჩაიწერა გათავისუფლების ბრძანებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ვოლუშენი პატივს სცემს და მხარს უჭერს გუნდის თითოეული წევრის შეკრების თავისუფლებასა და კოლექტიური ქმედებების განხორციელების უფლებას იმ ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სადაც დაფუძნებულია დასაქმებული. 2019 წლის ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ევოლუშენ საქართველოს 2000 ადამიანისგან შემდგარი გუნდის 200 თანამშრომელი ჩაერთო პროტესტში, რომელიც საქართველოს სასამართლოს მიერ 2021 წლის გაზაფხულზე დაკვალიფიცირდა როგორც უკანონო გაფიცვა, რადგან პროტესტი არ შეესაბამებოდა საქართველოს შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა არის ევოლუშენის პირველი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიზნით, ხშირად გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი თანამშრომლებთან მათი სამუშაო გარემოს შესახებ. შემთხვევა, რომელიც ამჟამად განიხილება ქართულ მედიაში წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო და არ არის დაკავშირებული 2019 წლის უკანონო პროტესტთან ან კომპანიის სამუშაო პირობებთან. ევოლუშენ საქართველო განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილებას სამომავლო ქმედებების განსახორციელებლად, თუმცა არასდროს აკეთებს დეტალურ კომენტარს კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ამ ადამიანის პატივისცემის მოტივით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved