• რეკლამა
  • კონტაქტი
11:05, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისტორიული გადაწყვეტილება” – უკრაინისთვის იარაღს გაყინული რუსული აქტივებიდან შეიძენენ

ალია ავტორი - ალია
16:43 05-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,617

დღეს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის თითქმის 1.9 მილიარდი ევროს გამოყოფის განზრახვა – წერს ტელეგრამ არხზე უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი.

მისივე ცნობიით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინისთვის იარაღი შეძენილი იქნება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.

“ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად ე.წ. „დანიური მოდელის“ მიხედვით – პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან.

ამ გზით ჩვენ არამხოლოდ ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, არამედ ვასტიმულირებთ ეკონომიკას და ინოვაციებს ჩვენს თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში.

კიდევ 600 მილიონი ევრო დაიხარჯება არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე.

200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე.

ჩვენ გულწრფელად ვუხდით მადლობას ევროკავშირს ამ შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებისთვის, ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლობა დანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს და იტალიას, რომლებიც განახორციელებენ 1 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინული იარაღის შეძენას.” – წერს შმიგალი. 

ლვოვში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე უკრაინას პრემიერი შმიგალი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ანდრეი სიბიგა წარმოადგენდნენ. ევროპელმა მინისტრებმა ევროპის დღე უკრაინაში აღნიშნეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved