• რეკლამა
  • კონტაქტი
13:44, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

EU-ს ქვეყნები გაზის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ | საქართველოს უფლება მიეცა, დასავლეთს შეუერთდეს

ალია ავტორი - ალია
12:15 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
511

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, ერთობლივად შეიძინონ და შეინახონ გაზი, წყალბადი და თხევადი ბუნებრივი აირი რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ამავდროულად ევროპელების ენერგეტიკული ხარჯებისგან დასაცავად – ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება პარასკევს გამოაცხადეს.

ევროკავშირის სახელმწიფოებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, გაერთიანდნენ და ერთობლივად აწარმოონ მოლაპარაკებები გაზის შესყიდვაზე, გაზარდონ თავიანთი სავაჭრო მოლაპარაკებების ძალა ენერგიის ფასებზე გავლენის მოხდენის მიზნით. აღსანიშნავია, რომ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მიეცათ ნებართვა, რომ გაზის კოლექტიურ შემსყიდველებს შეუერთდნენ. 

NYT-ის სტატიაში წერია, რომ ამ გზით ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ, გიზიარონ გაზი იმგვარად, რომ ევროპა მზად იყოს მომავალი ზამთრისთვის. ევროპელმა ლიდერებმა ასევე მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას, რომ მათი მიწისქვეშა საწყობების 80% შეივსოს ნოემბრისთვის და 90% 2023 წლისთვის, რაც მოითხოვს მასობრივ შესყიდვებს უახლოეს თვეებში.

ევროკომისიაში ამბობენ, რომ ეს იქნება დიდი ნახტომი შენახვის ამჟამინდელი დონეებიდან, რადგან გაზის მარაგი ახლა დაახლოებით 25%-ია.

“ჩვენ ახლა გამოვიყენებთ ჩვენს კოლექტიური მოლაპარაკების ძალას. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს კონკურენცია გავუწიოთ და უფრო მაღალი ფასი შევთავაზოთ, ჩვენ გავაერთიანებთჩვენს მოთხოვნას. მაგრამ ცხარე, გაჭიანურებული დებატები ბლოკის რუსული იმპორტისგან თავის დაღწევის გზებზე, ხაზს უსვამდა რამდენად საკამათოა ენერგეტიკული პოლიტიკა ევროკავშირის წევრებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანობაში ბლოკი დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე – რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის ბუნებრივი აირის თითქმის 40%-ს და ნედლი ნავთობის 25%-ზე მეტს – ცალკეული ქვეყნების ენერგეტიკული ხედვები და ინტერესები ძალიან განსხვავდება”, – განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მანამდე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ის დაეხმარება ბლოკს დამატებით 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის უზრუნველყოფაში წლის ბოლომდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved