• რეკლამა
  • კონტაქტი
11:20, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ხალხის ნებას” – აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი

ალია ავტორი - ალია
18:07 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. 30-ზე მეტ თანამშრომელს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას.

“ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია, რომლის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას, რაც არაერთხელ საპროტესტო აქციებით გამოიხატა. ასევე, აღსანიშნავია ის ნეგატიური კამპანია, რაც ჟურნალისტების მიმართ უნდობლობის და აგრესიის კულტივირებას ემსახურება. მედიის წარმომადგენლების მიმართ, გამიზნული ფიზიკური ანგარიშსწორება კი, უახლესი ისტორიის არაერთ თავს ითვლის. ამის დასტურია გუშინდელი დარბევაც, რომელმაც არაერთი ჟურნალისტის და ოპერატორის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენა. მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას და მის მომავალს. ჩვენი საქმიანობა კი, ახლა, ისე, როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს. ხაზგასმით ვადასტურებთ უმთავრესი ღირებულებების ერთგულებას, რაც სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, კრიტიკული კითხვების დასმას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  1. ირინა ყურუა;
  2. მაია მერკვილაძე;
  3. სალომე გეგეშიძე;
  4. ამირან ვადაჭკორია;
  5. თეკლა მჭედლიძე;
  6. ნონა დიასამიძე;
  7. მარიამ ბოლქვაძე;
  8. თეონა თურმანიძე;
  9. თეონა ხარაბაძე;
  10. გიგა ჯიჯავაძე;
  11. ანა გოგიტიძე;
  12. სოფო ჟღენტი;
  13. ირმა ჩხაიძე;
  14. ზურაბ გუჯაბიძე;
  15. ანა გოგიტიძე;
  16. დათო ტრაპაიძე;
  17. მაია ვარშანიძე;
  18. ბაჩო გურაბანიძე;
  19. ლაშა ზარგინავა;
  20. ხათუნა შუშანიძე;
  21. სულხან წულუკიძე;
  22. გიორგი წეროძე;
  23. შოთა გუჯაბიძე;
  24. ნინო ინაიშვილი;
  25. შოთა გუჯაბიძე ;
  26. ლალა ფაღავა;
  27. ირაკლი ჯაფარიძე;
  28. გიორგი ლორია;
  29. თამარ გაზდელიანი;
  30. რატი რატიანი;
  31. გუგული ბერიძე;
  32. ანა ვაშაყმაძე;
  33. ლეილა შავიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved