• რეკლამა
  • კონტაქტი
07:07, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეტლს მიჯაჭვულმა საკანში 9 თვე გავატარე” – აგვისტოს ომის მონაწილეს ციხეში აბრუნებენ

ალია ავტორი - ალია
18:31 01-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

31 წლის აკა­კი თო­ხა­ძე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რია. სა­პა­ტიმ­რო­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ორმა მძი­მე წელ­მა, ფი­ზი­კურ­მა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა ძა­ლა­დო­ბამ, მას ზურ­გის ტვი­ნი და­უ­ზი­ა­ნა და ეტლს სა­მუ­და­მოდ მი­ა­ჯაჭ­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია – თო­ხა­ძეს ქვე­და კი­დუ­რე­ბი სრუ­ლად, ხოლო ხე­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს, კა­ნო­ნი სას­ჯე­ლის­გან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მას სას­ჯე­ლი 2013 წლი­დან გა­და­უ­ვად­და, მაგ­რამ 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში კვლავ სა­პყრო­ბი­ლე­ში და­აბ­რუ­ნეს.

აკა­კი თო­ხა­ძე AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა და ამ­ბობს, რომ თუ 2020 წლის ივ­ნის­ში სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით არ ჩა­ი­ტა­რებს და სა­ხელ­მწი­ფოს არ და­უმ­ტკი­ცებს, რომ კვლავ შშმ პი­რია, ისევ ცი­ხე­ში შე­აბ­რუ­ნე­ბენ.-0:20

“თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ვმსა­ხუ­რობ­დი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. 2008 წელს მე­ხუ­თე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 52-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ნაღმტყორ­ცნელ­თა გაც­ვლის მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი. ჯარ­ში ყოფ­ნის დროს ვირუ­სი შე­მე­ყა­რა, გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში გა­მო­მიშ­ვეს, სა­ი­და­ნაც და­მი­წე­რეს ისე­თი შვე­ბუ­ლე­ბა, რომ ნო­მერ პირ­ვე­ლი გან­გა­შიც კი არ მე­ხე­ბო­და.

ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გა­ვი­გე ომის და­წყე­ბის შე­სა­ხებ, ჩემი ნე­ბით გა­დავ­წყვი­ტე წავ­სუ­ლი­ყა­ვი ომში. 20 წლის ვი­ყა­ვი მა­შინ. სა­ჭი­რო იყო ოჯა­ხის წევ­რე­ბის თან­ხმო­ბა. ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის გავ­ლის შემ­დეგ, 8 აგ­ვის­ტოს უკვე კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი. სე­ნა­კის აე­რო­პორ­ტი­დან გავფრინ­დით. სამი დღე ვიბ­რძო­დით. იქე­დან 11 აგ­ვის­ტოს ღა­მით გა­მო­ვე­დით. ძი­რი­თა­დად ფე­ხით მოგ­ვი­წია წა­მოს­ვლა, და­ბომბვის საფრ­თხე იყო.

ჩვენ გვქონ­და ბრძა­ნე­ბა, რომ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა კო­დო­რი, ჩვე­ნი მე­თა­უ­რე­ბი, ახლა რომ გმი­რე­ბად ჰყავთ შე­რა­ცხუ­ლი, სე­ნაკ­ში კვად­რო­ციკ­ლე­ბით გა­იქ­ცნენ, ბრძო­ლის ველ­ზე მარ­ტო დაგვტო­ვეს და იქე­დან გვიბ­რძა­ნეს, რომ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა კო­დო­რი. ბრძა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვენ ვე­რა­ფერს მო­ვი­მოქ­მე­დებ­დით, ამი­ტომ მო­ვი­ქე­ცით ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თუმ­ცა მერე ჩვენ დაგ­ვაბ­რა­ლეს, თით­ქოს ჩვე­ნი ნე­ბით და­ვი­ხი­ეთ უკან…

ამის შემ­დეგ, მათ­თან მუ­შა­ო­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და. ისევ რომ ყო­ფი­ლი­ყო ბრძო­ლა, მა­გათ გვერ­დით ნამ­დვი­ლად არ გვსურ­და არა­ფე­რი. 2009 წლი­დან სა­მუ­და­მოდ ამო­ვე­წე­რე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან” – იხ­სე­ნებს თო­ხა­ძე.

რეს­პონ­დენ­ტი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა იმ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხე­ბაც, რომ­ლის გა­მოც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. თო­ხა­ძე ცი­ხე­ში 2011 წელს მოხ­ვდა. გა­მო­ი­ა­რა ცნო­ბი­ლი “კა­რან­ტი­ნე­ბი” და “წი­თე­ლი პა­რას­კე­ვე­ბი”, სას­ტი­კი ცე­მი­სა და წა­მე­ბის შე­დე­გად, პა­ტიმ­რო­ბის ორი წლის თავ­ზე წელ­სქვე­მოთ მო­წყდა.

“2011 წელს მუ­შა­ო­ბა უნდა და­მე­წყო სამ­გორ­ში მა­ღა­ზი­ა­ში, გამ­ყიდ­ვე­ლად. სტა­ჟი­რე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ამ დროს მარ­თლაც ჩა­ვი­დი­ნე და­ნა­შა­უ­ლი – ნა­ვაჭ­რი თან­ხა და პრო­დუქ­ტე­ბი გა­ვი­ტა­ნე მა­ღა­ზი­ი­დან… ყვე­ლა­ფე­რი ჯამ­ში 2 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის იყო. თუმ­ცა, როცა და­მა­კა­ვეს, ფაქ­ტი­დან 15 დღე­ში, ბრა­ლი წა­მი­ყე­ნეს ორ­ჯერ მეტი თან­ხის მით­ვი­სე­ბის­თვის.

მე­და­ვე­ბოდ­ნენ სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბას, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის 7 წლით აღ­კვე­თას. მო­მი­სა­ჯეს 2-თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა და გა­და­მიყ­ვა­ნეს გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. იმ დღი­დან და­ი­წყო ჩემი ტან­ჯვა-წა­მე­ბა, რა­საც მოჰ­ყვა ჩემი სა­მუ­და­მო და­ინ­ვა­ლი­დე­ბა…

თა­ვი­დან სა­კა­რან­ტი­ნო ოთახ­ში ჩა­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ყვე­ლა ახალ­და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი იყო. თან ჩემი მის­ვლა ე.წ. წი­თელ პა­რას­კევს და­ემ­თხვა. პირ­ვე­ლი­ვე დღეს მო­მი­წია ცნო­ბი­ლი “გავ­ლა”. 30 ადა­მი­ა­ნი ჩაგ­ვამ­წკრი­ვეს, და­სა­წყის­ში 10 მეტ­რის მან­ძილ­ზე აქე­დან და იქე­დან იყ­ვნენ ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ზონ­დერე­ბი. ჩვენ უნდა გაგ­ვევ­ლო ეს რიგი. ბო­ლო­ში იჯდა ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე (გლ­და­ნის N8 სა­პყრო­ბი­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, ავტ) და ოლეგ ფა­ცა­ცია (გლ­და­ნის ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი). მათ­თვის უნდა მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა საკ­ნებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბის ბა­რა­თე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი, გვა­რე­ბი და ის მუხ­ლე­ბი ეწე­რა, რის­თვი­საც ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

სა­ნამ ჩემი რიგი მო­ვი­დო­და, მეს­მო­და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, შემ­ზა­რა­ვი ხმე­ბი: “ვა­ი­მე , დედა”, “ნუ მომ­კლავთ”, “რას მერ­ჩით”… დარ­ტყმის და ტი­რი­ლის ხმე­ბი. ეს ხმე­ბი კი­დევ უფრო გვტე­ხავ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ვოც­ნე­ბობ­დი, ნეტა პირ­ვე­ლი მე გა­მევ­ლო­მეთ­ქი… გვცემ­დნენ ხე­ლე­ბით, წიხ­ლე­ბით, სკა­მის ფე­ხე­ბით, „დუ­ბინ­კე­ბით“. როცა მორ­ჩა “გავ­ლა”, შეგ­ვიყ­ვა­ნეს ოთახ­ში, შე­მო­ვი­და ლადო ბე­დუ­კა­ძე (გლ­და­ნის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ცი­ხის კად­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი. ავტ) და გა­მო­ა­ცხა­და სა­ხე­ლე­ბით და გვა­რე­ბით, ვინ ადი­ო­და საკ­ნებ­ში და ვინ რჩე­ბო­და კა­რან­ტი­ნის ოთა­ხებ­ში. მე დამ­ტო­ვეს იქ.

ერთი კვი­რა მო­მი­წია ლო­დი­ნი და ამიყ­ვა­ნეს ყვე­ლა­ზე მძი­მე “C კორ­პუს­ში”, 254-ე სა­კან­ში. ექ­ვსკა­ცი­ან სა­კან­ში შე­მა­სახ­ლეს. პა­ტიმ­რე­ბი ნორ­მა­ლუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ვინ გა­ბე­დავ­და ჩხუბს?! ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რის გამო სიკ­ვდი­ლამ­დე სცემ­დნენ პა­ტიმ­რებს. ჩურ­ჩუ­ლით ვსა­უბ­რობ­დით მთე­ლი დღე. იყო სას­ტი­კი ცემა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა. აბა­ნო­ში შე­სას­ვლე­ლად 3-4 წუთი გქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. რამ­დე­ნი­მე წა­მით და­მაგ­ვი­ან­და აბა­ნო­დან გა­მოს­ვლა. რის გა­მოც სას­ტი­კად მცე­მეს, აბა­ნო­ში და­მა­ბეს შიშ­ვე­ლი ერთი კვი­რა და ზე­მო­დან წვე­თო­ბით მეს­ხმე­ბო­და წყა­ლი…

ამის შემ­დეგ და­მე­წყო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. ელ­ვის სის­წრა­ფით მძიმ­დე­ბო­და ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. და­მე­მარ­თა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ფე­ხე­ბი წა­მერ­თვა. სა­ბო­ლო­ოდ, სრუ­ლად და­ვინ­ვა­ლიდ­დი. ეტლი მო­მი­ტა­ნეს და ასეთ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ინ­ვა­ლი­დის ეტლს მი­ჯაჭ­ვულ­მა სა­კან­ში გა­ვა­ტა­რე ცხრა თვე.

სა­ბო­ლო­ოდ მო­მი­სა­ჯეს ექ­ვსი წელი. ამ­ნის­ტია შე­მე­ხო და გა­მი­ნა­ხევ­რდა სას­ჯე­ლი. ორი წელი გა­ვა­ტა­რე სა­კან­ში. ვიდ­რე შიმ­ში­ლო­ბა არ გა­მო­ვა­ცხა­დე, არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბით. ბო­ლოს რო­გორც იქნა, გა­და­მი­ვა­დეს სას­ჯე­ლი და გა­მო­მიშ­ვეს 2013 წელს.

რო­გორც ექი­მე­ბი მიხ­სნი­ან, ზურ­გის ტვი­ნის ცენ­ტრა­ლურ არხში და­ი­კარ­გა ზურ­გის ტვი­ნის სი­თხე და მის ად­გი­ლას კის­ტე­ბი წარ­მო­იქ­მნა. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­კურ­ნე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ის სრუ­ლი მოშ­ლა მაქვს. ფე­ხე­ბი ხომ სრუ­ლად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მაქვს, თუ ცოტა შემ­ცივ­და ხე­ლე­ბიც პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მიხ­დე­ბა. ჩა­მი­ტა­რეს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ცი­ხე­ში და რომ დარ­წმუნ­დნენ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შან­სი არ მქონ­და, გა­და­მი­ვა­დეს სას­ჯე­ლი.

თუმ­ცა, 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში კვლავ სა­პყრო­ბი­ლე­ში და­მაბ­რუ­ნეს, რად­გან სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლი. სამი თვე გა­ვა­ტა­რე ცი­ხე­ში, ჩა­მი­ტა­რეს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და ისევ გა­და­მი­ვა­დეს. ახ­ლაც იგი­ვე მე­მუქ­რე­ბა. 2020 წლის ივ­ნი­სის თვე­ში თუ ექ­სპერ­ტი­ზას არ ჩა­ვი­ტა­რებ და ხე­ლა­ხალ დას­კვნას არ წარ­ვუდ­გენ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, ისევ შე­მაბ­რუ­ნე­ბენ ცი­ხე­ში. რა კა­ნო­ნია ასე­თი?! 1500 ლა­რის გა­დახ­დის სა­შუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ მაქვს და ვერ შევ­ძლებ ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას…” – უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს აკა­კი თო­ხა­ძე.

ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცის უფ­ლე­ბებს “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის” ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე იცავს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, თო­ხა­ძე ფაქ­ტობ­რი­ვად, წა­მე­ბის მსხვერ­პლია, რად­გან არ არ­სე­ბობს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მისი შებ­რუ­ნე­ბის ობი­ექ­ტუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა.

“ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვად ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა. თუ სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ვერ ჩა­ი­ტა­რებს ექ­სპერ­ტი­ზას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მას არ აქვს, შე­აბ­რუ­ნე­ბენ ცი­ხე­ში. 1 500 ლარ­ზე მეტი ღირს ეს ექ­სპერ­ტი­ზა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ჯამ­რთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის უმ­ძი­მე­სი და პროგ­რე­სი­რე­ბა­დი, მას არ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ სას­ჯე­ლის­გან, უვა­დე­ბენ და გა­და­ვა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში რა დრო­ის გა­ტა­რე­ბაც უწევს სა­პა­ტიმ­რო­ში, ის დრო არ აკ­ლდე­ბა მთა­ვარ სას­ჯელს.

სულ დარ­ჩე­ნი­ლი აქვს და­ა­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი. გა­სულ წელს როცა შე­აბ­რუ­ნეს ცი­ხე­ში, სა­ნამ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტა­რეს და დას­კვა მო­ვი­და, სამი თვე მო­უხ­და სა­კან­ში ყოფ­ნა, თუმ­ცა ეს პე­რი­ო­დი არ გა­მო­აკ­ლდა მის სას­ჯელს. ახ­ლაც იგი­ვე გან­მე­ორ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, თუ არ შეც­ვა­ლეს რამე.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზის გამო, ეს ადა­მი­ა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად ტრი­ა­ლებს წრე­ზე და მუდ­მი­ვი პა­ტი­მა­რია”

ამბები.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

13:30 05-07-2025
თიბისი განაგრძობს თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და სამომხმარებლო სესხის აღებას კიდევ უფრო უმარტივებს
ახალი ამბები

თიბისი განაგრძობს თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და სამომხმარებლო სესხის აღებას კიდევ უფრო უმარტივებს

13:09 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved