საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მეგობრებო, ცოტა უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდი. ეთერამდე 5 საათით ადრე აღმოვაჩინე, რომ სიცხე მაქვს 37 გრადუსი. მას შემდეგ ასეა სტაბილირად – 37-37,2. სხვა არანაირი მნიშვნელოვანი სიმპტომი.
ჩვეულებრივ დროს პარაცეტამოლს მივიღებდი და წავიდოდი სამსახურში. მაგრამ, მოგეხსენებათ, დღეს არაა ჩვეულებრივი დრო. ყველა ძალიან ვფრთხილობთ. მით უმეტეს, რომ ჩემი გადაცემა პირისპირ, სტუდიური ინტერვიუა და, თანამშრომლების გარდა, სტუმრისთვისაცაა რისკის მატარებელი.
ამიტომ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დღევანდელი “კვირის ინტერვიუ” ეთერში არ გავა.
ბოდიში მაყურებელს და, განსაკუთრებით, სტუმარს Shota Dighmelashvili -ს.”
კომენტარები