01:50, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025

ესტონეთი რუსეთისა და ბელარუსის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აჩერებს

ესტონეთის საჯარო სამართლის უნივერსიტეტები რუსეთისა და ბელარუსის საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობას აჩერებენ.

“აკადემიურ თანამოაზრეებს, მთელს მსოფლიოში, მათ შორის რუსეთსა და ბელარუსში, აქვთ მორალური პასუხისმგებლობა მშვიდობისა და  აკადემიური და დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე” – ამბობს
ესტონეთის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარტ კალმმა.

 

რუსეთთან ურთიერთობას შეწყვეტს ესტონეთის ხელოვნების აკადემია, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია, ესტონეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, ტალინის უნივერსიტეტი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ტარტუს უნივერსიტეტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი