• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესპანური გამოცემა: „ვალენსიამ” მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზებები უარყო

ალია ავტორი - ალია
16:58 08-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292

„ვალენსიამ” საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე შეთავაზება უარყო – ამტკიცებს ესპანური გამოცემა Fichajes-ი.

„საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის” ეკონომიკური მდგომარეობა სატრანსფერო ბაზარზე მის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა პრიორიტეტი ფინანსური მდგრადობის მიღწევა და კონკურენტუნარიანი გუნდის შენარჩუნებაა.

კორონამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა და დიდი ვალისა, რომელიც კლუბს აქვს, მათ უკვე უარყვეს რამდენიმე შეთავაზება ნახევარმცველ ხავი გერასა და მეკარე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე. მიუხედავად ფინანსური საჭიროებისა, „ვალენსია” მიღებულმა შეთავაზებებმა არ დააკმაყოფილა, რაც, კორონას თქმით, აჩვენებს კლუბის სურვილს, რომ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჩამოაყალიბოს.

თუმცა სპორტულმა დირექტორმა ასევე აღიარა, რომ, ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მზად არიან, გადახედონ თავიანთ პოზიციას. „ვალენსიის” სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ კლუბმა მამარდაშვილის ტრანსფერზე ორი ოფიციალური შეთავაზება უარყო”, – წერს გამოცემა.

ამავე დროს, სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, „წითლებმა” მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ მაინც დაიმატონ – მერსისაიდელები ქართველ მეკარეს ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებენ.

„შემიძლია, დავადასტურო ეს ამბავი. „ლივერპულს” აქვს შესაძლებლობა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტი გააფორმოს და შემდეგ იჯარით გაუშვას.

„ლივერპულმა” უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა დაახლოებით 30 მილიონი ევროს გადახდა და მერე იჯარით პრემიერლიგის „ბორნმუთში” მამარდაშვილის გაშვება, რომელსაც ალისონის პოტენციური შემცვლელად მოიაზრებენ. „ლივერპულს” აქვს ეს შესაძლებლობა, ამიტომ ეს დიდწილად ინგლისელების გადასაწყვეტია”, – განაცხადა ჟურნალისტმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved