• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესპანეთში საემიგრაციო კანონები მარტივდება

ალია ავტორი - ალია
13:11 07-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,946

ესპანეთში საემიგრაციო კანონები მარტივდება/ ესაა ცნობა რომელიც რამდენიმე დღეა ადგილობრივ პრესაში გაჟღერდა, თუმცა კანონი ჯერ კიდევ განხილვაშია და საბოლოოდ რა სახით შევა ძალაში ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მიუხედავად ამისა უკვე ცნობილია წინასწარ, თუ რა პუნქტების ცვლილება იგეგმება 2011 წელს დამტკიცებული საემიგრაციო კანონის რეფორმის შედეგად.

როგორც საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იუწყებიან, მაქსიმალურად აღმოიფხვრება საემიგრაციო რეგულაციებთან დაკავშირებული სირთულეები, რომელიც ბარიერს ქმნიდა სამუშაო ადგილებზე წვდომაში.

მოხდება საემიგრაციო სამსახურების ეფექტური ამუშავება რათა სწრაფად გაიცეს დოკუმენტები ბინადრობის ან სამუშაო უფლების სწრაფი მიღების და დამუშავების შესახებ.

გთავაზობთ ცვლილებების დეტალურ ჩამონათვალს.

შეიცვლება სტუდენტების კონტრაქტების ფორმა და გაიზრდება მათი სამუშაო საათების განაკვეთი კვირაში 30 საათამდე.

ამისთვის საჭიროა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

სამსახური უნდა შეესაბამებოდეს სასწავლებლის გრაფიკს.
სამსახური არ უნდა წარმოადგენდეს სტუდენტისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს და უნდა იყოს დროებითი ხასიათის, შემოიფარგლებოდეს საათობრივი სამუშაო გრაფიკით.
ასევე ბინადრობის უფლების მინიჭებისას სტუდენტები ადრე, თუკი უნდა დალოდებოდნენ სამ წლიანი ვიზის ვადის ამოწურვას ამჯერად, ეს ვადა შეიძლება შემცირდეს იმ შემთხვევაში,

თუკი მათი რეზიდენცია ესპანეთში მიჩნეულია მიზანშეწონილად აკრედიტებული, პროფესიული და სამეცნიერო დამსახურებების, განსაკუთრებული შესაბამისობის გამო.

იგივე ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც აქვთ მედიცინის აღიარებული ხარისხი (título homologado de Medicina), იმ პირობით, რომ განახორციელონ სამედიცინო მომსახურება სამხედრო ჯანდაცვის სფეროში.

რეფორმირდება დეფიციტში მყოფი პროფესიების კატალოგი და განახლდება ტრიმესტრულად. ამ სიას ტრადიციულად ადგენს დასაქმების სახელმწიფო სერვისების სამსახური (SEPE).

დასაქმებაზე პრიორიტეტი მიენიჭებათ, უკვე ესპანეთში ლეგალურად მცხოვრებ ემიგრანტებს.

მხოლოდ იმ უცხოელებთან დაიდება კონტრაქტები თავისივე ქვეყანაში, თუკი მათი პროფესიები დაკავშირებულია სანაოსნო ან პროფესიონალურ სპორტთან.

თუკი მოხდება დამსაქმებლის მხრიდან იმის დამტკიცება რომ იგი ნამდვილად ვერ შოულობს კონკრეტულ პროფესიონალს, ემიგრანტს შეუძლია ფიზიკური პირის სტატუსით (autónomo) აიღოს ბინადრობისა და მუშაობის უფლება.
გამარტივდება ბინადრობის გაცემა  სოციალური, შრომითი და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე (arraigo social, laboral y familiar). ამ სიას ემატება პროფესიული გადამზადებისთვის ბინადრობის უფლება.

ემიგრანტს, რომელიც არა ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში, უნდა ქონდეს დამადასტურებელი საბუთები რომ იგი ესპანეთში იმყოფება, მინიმუმ 2 წლის მანძილზე ქვეყნიდან გაუსვლელად.
შესაძლებელია ეს ბინადრობა გაიცეს როგორც ფიზიკური პირის სტატუსზე, ისე კონტრაქტორი ფირმის კონტრაქტზე, ნებისმიერ უცხოელზე ვისაც ნამუშევარი აქვს ექვსი თვე.
პიროვნებას არ უნდა უფიქსირდებოდეს დანაშაული ნასამართლეობის ცნობაში., როგორც საქართველოში ისე ესპანეთში.

ადრე თუკი საემიგრაციო სამსახურისთვის უნდა წარედგინათ მუდმივი სამუშაო კონტრაქტი კვირაში 40 საათით, სადაც მინიმუმ უნდა ფიქსირდებოდეს ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის ოდენობა, ახლა მარტივდება და ნახევარ განაკვეთიანი კონტრაქტითაც შეძლებთ საბუთებზე განაცხადის შეტანას.

ეს ბინადრობის უფლება იქნება 12-თვიანი ხანგრძლივობის.
ემიგრანტმა უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ესპანეთში იმყოფებოდ 2 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაუსვლელად.
უნდა მოახდინოს დეფიციტური პროფესიებიდან რომელიმე კონკრეტული პროფესიის კუთხით  გადამზადება. კურსებზე რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ბინადრობის ნებართვის მიღებიდან არა უმეტეს სამი თვის განმავლობაში, თუ აღნიშნული რეგისტრაცია არ განხორციელდება ვალდებულია აცნობოს საემიგრაციო სამსახურს, ორგანული კანონის 52-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.

ამ კანონით მიხედვით, ბინადრობის ნებართვის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ 12 თვით.

ამისთვის საჭიროა მტკიცებულება, რომელიც დაადასტიურებს, რომ ჩვენ არარეგულარულად ვმუშაობდით:
სასამართლო დადგენილება
შრომისა და სოციალური დაცვის ინსპექციის მიერ გამოცემული სამართალდარღვევის აქტის შესახებ ადმინისტრაციული დადგენილება.
ამ შემთხვევაში ალბათ დასაქმებულმა თუ იჩივლა მხოლოდ ამ შემთხვევაში დაადგენენ კონკრეტული პიროვნება ნამდვილად მუშაობდა თუ არა არალეგალურად კონკრეტულ სამსახურში.

სამუშაო პროექტის წარდგენა.
ადრე თუკი მსგავს ავტორიზაციაზე ითხოვდნენ დიდი თანხების ინვესტიციას ახლა ემიგრანტი თავისუფალია ინვესტიციის ვალდებულებისგან.
მობინადრის ბარათის განახლების შემთხვევაში შესაძლებლობა იქნება იმუშაოთ ნებისმიერ სამსახურში ან გახდეთ თვითდასაქმებული.

სულ ესაა საემიგრაციო კანონპროექტის ძირითადი ცვლილებები რომელიც მომავალში განხორციელდება, თუმცა არავინ იცის ზუსტად რა დროში და რა ფორმით დამტკიცდება, რადგან საკანონმდებლო ინიციტივას წინ უძღვის განხილვების ხანგრძლივი პროცესი.

მასალა მომზადებულია საემიგრაციო მედიაპორტალზე დაყრდნობით: Parainmigrantes, Balcells

წყარო

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved