ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ესპანეთის სამეფომ საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან.
ამ დრომდე საქართველო მიეკუთვნებოდა იმ მცირე ქვეყნების სიას, რომლებიც ესპანეთის მთავრობამ უსაფრთხოდ მიიჩნია. ესპანეთის სამეფოში უვიზო რეჟიმის ფარგლებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის ნებადართული 2020 წლის 4 ივლისიდან იყო.
COVID19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმის ფარგლებში ესპანეთში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში პირველი ნოემბრიდან შევიდა.
კომენტარები