• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეშმაკებს ვებრძოლოთ, მაგრამ არა თანამშრომლობის გზით. ამოგიხტა ეშმაკი – ჯვარი გადასახე, არ გაქრა? დაბლოკე” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:06 12-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

“ეშმაკებს ვებრძოლოთ, მაგრამ არა მათთან დიალოგის, შერიგებისა თუ თანამშრომლობის გზით. ამოგიხტა ეშმაკი – ჯვარი გადასახე, არ გაქრა? დაბლოკე,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უმძიმესი წლის ბოლოს ფსიქოლოგიურად გადაღლილმა მოსახლეობამ სიმშვიდე აირჩია. 

“ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გარდაუვალი პასიური პერიოდი შემოვიდა, რასაც უმძიმესი წლის ბოლო ჰქვია. გადაღლილია პლანეტა, დაქანცულია ორგანიზმი – ფიზიკა, ფსიქიკა, ნერვები ითხოვენ აუცილებელ დასვენებას, მომავალი გადაწყობის, “რესტარტის” წინ, რათა ამჟამად უკვე 2022-ს გავუმკლავდეთ. თუმცა, ვინ როგორ და ვის როგორ – ბევრს პირიქით, 2022 გაუმკლავდება სამწუხაროდ. 
არც გორიდან ისმის ინტენსიურად “ინფორმბიუროს” მონაცემები, არც მოშიმშილეთა კარვებიდან –  მარკეტინგული თვალსაზრისით ძალზე წამგებიანი დრო აირჩიეს. 
ქარიშხალის წინ წინასაახალწლო სიმშვიდეა. წუთისოფელმა ფერი იცვალა, დრომ – ქრონომეტრაჟი. რთულად ეგუება ფსიქიკა იმას, რომ – ბასტა! “ძველებურად” აღარაფერი აღარ იქნება – უნდა გადავეწყოთ ინდივიდუალური გადარჩენის რეჟიმებს. 
გადარჩენილებმა – ერთმანეთთან მჭიდრო რეალური და ვირტუალური კავშირი დავამყაროთ და ერთობლივად, ქვეყანაც გადავარჩინოთ.ავთვისებიან უჯრედებს ნუ ჩავათრევინებთ თავს ფუჭ და დამღუპველ გარემოში – ეშმაკებს ვებრძოლოთ რა თქმა უნდა, მაგრამ არა მათთან დიალოგის, შერიგებისა თუ თანამშრომლობის გზით. ამოგიხტა ეშმაკი – ჯვარი გადასახე, არ გაქრა – დაბლოკე. ენერგიას და დროს ტყუილად ნუ დახარჯავთ. აუცილებლად დაისვენეთ და 20 იანვრის შემდეგ – ინტენსიურად გავაგრძელოთ. მანამდე კი – ცოტა “ლაითად”.- წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved