„კავკასიის სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
„2016 წელს ავსტრიის თავისუფლების პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გააპროტესტა და ფაქტობრივად, მესამე ტური დაინიშნა. ავსტრიელი ულტრასები მეორე ტურშიც დამარცხდნენ და მესამეშიც.
2019 წელს პრეზიდენტი ერდოღანი გამწარებული იყო სტამბულის მერის კენჭისყრის შედეგებით, ამიტომ ორ მთავარ კანდიდატს შორის ხელახალი არჩევნები, მესამე ტური ჩაატარებინა უზენაეს სასამართლოს, ერდოღანის რჩეულიც დამარცხდა.
მოკლედ, ესენი რომ მიუშვა, სადაც შედეგები არ მოეწონებათ მესამე ტურსაც დანიშნავენ… ლამპას დაუწიეთ, ფარები ჩააქრეთ და დაელოდეთ დათვლას!“
კომენტარები