• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ესენი “პატრიოტთა ალიანსი” კი არა,”მოღალატეთა ალიანსი” არიან!!! “ – დეპუტატი პაატა მანჯგალაძე

ალია ავტორი - ალია
12:53 04-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

“ესენი “პატრიოტთა ალიანსი” არ არიან, “მოღალატეთა ალიანსი” არიან – “პატრიოტთა ალიანსი”, “ალტ-ინფო” და “კონსერვატიული მოძრაობა” “ქართული ოცნების” რადიკალური დაჯგუფებაა,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც “პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” “ალტ-ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს” იმის გასაკეთებლად იყენებს, რასაც თავად პირდაპირ ვერ აკეთებს.

“პატრიოტთა ალიანსს” რაც შეეხება, მას შემდეგ რაც ბუჩას ტრაგედია ვნახეთ, როცა ბავშვებზე ძალადობენ, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, სჩადიან ომის დანაშაულებს, იმ ხელისუფლებასთან ლაპარაკი მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს. ესენი “პატრიოტთა ალიანსი” არ არიან, ესენი არიან მოღალატეთა ალიანსი და ასე მოვიხსენიოთ სხვა დროს ეს ადამიანები. მათი მოსკოვში ვიზიტები უნდა განვიხილოთ შაჰ-აბასის მიერ კახეთიდან მოსახლეობის გადასახლების შემდეგ, კეთილმეგობრობაზე სასაუბროდ რომ ჩასულიყო შაჰ-აბასთან ქართული დელეგაცია. მსგავსი უმსგავსობა და უზნეობაა “პატრიოტთა ალიანსი” დღეს რასაც აკეთებს. პირდაპირ გეტყვით, “პატრიოტთა ალიანსი” და “ალტ- ინფო” და “კონსერვატიული მოძრაობა” არის რადიკალური დაჯგუფება “ქართული ოცნების”, რომ რასაც თავად ვერ ბედავს დასავლეთის შიშით, გაუკეთონ ჯგუფებმა.” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთში შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას sputnik-georgia ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტებმა“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ვლადიმერ ჯაბაროვთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. „დავით თარხან-მოურავმა ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია ერთგულია ქვეყნის ნეიტრალიტეტისა საერთაშორისო ასპარეზზე,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved