• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ესენი ,,ოცნების” კარის ბიზნესმენები არიან” – “ლელო” ფასების ზრდასთან დაკავშირებულ ბიზნესებს ასახელებს

ალია ავტორი - ალია
14:53 01-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

,,საქართველოში ფასების დრამატულ ზრდაში და მოსახლეობის სოციალურ სიდუხჭირეში ერთადერთი დამნაშავე არის „ქართული ოცნება“ – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

“თითქმის ყველა პირველადი მოხმარების, სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტების იმპორტიორები საქართველოში „ქართული ოცნების“ კარის ბიზნესმენები არიან, რომლის უკანაც დიდი კორუფციული სქემები იშლება”. – ამბობს დათუნაშვილი.

,,ფასების ზრდის კრიზისში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე სოფლის მეურნეობისა თუ პირველადი მოხმარების პროდუქტების იმპორტიორები არიან. მათი დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ შემომწირველია და ღიად არის დაკავშირებული ოცნების კორუფციულ მთავრობასთან!
მაგალითად: საქსტატის 2024 წლის მონაცემებით,

საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ერთ-ერთი მთავარი იპორტიორია შპს „ბევრილი ჯგუფი“, რომლის 70%-ის მფლობელია ოცნების დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი.
2025 წლის სექტემბერში მან 50 ათასი შესწირა ოცნებას, ხოლო 29.8%-ის მფლობელმა ნერუ ჩანქსელიანმა 2016-25 წლებში – 63 ათასი ლარი.
•    2012 წლიდან დღემდე ხორბლის ფქვილის ფასი გაზრილია 189%-ით. პურის- 90%-ით.

შაქარი და სუფთა საქაროზა საქართველოში შემოაქვს შპს „გეო პროდუქტს“, რომლის 100%-ის მფლობელმა ზებურ დუმბაძემ 2020-24 წლებში „ქართულ ოცნებას“ 178 ათასი ლარი შესწირა.

•    2012 წლიდან დღემდე შაქარზე ფასი 110%-ით გაიზარდა!

რძე და რძის პროდუქტების იმპორტში ასევე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული რამდენიმე კომპანიაა ჩართული:
შპს „ევროპროდუქტი“ 50 პროცენტს ფლობს ოცნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანია ჯი-თი გრუპი. მფლობელები არიან გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი. თემურ უსტიაშვილი ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა, რომელმაც 2016 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა.
გიორგი გველესიანმა 2016 და 2018 წელს ჯამში 120,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.

2020 წლის ივნისამდე კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე იყო, რომელმაც 2016 წელს 38,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.

შპს „ინგრუპის” 19 პროცენტიანმა მფლობელმა გიორგი ჭყონიამ 2020-2024 წლებში ოცნებას ჯამში 160,000 ლარი შესწირა, 2018-ში კი 60,000 “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

აგრეთვე 19 პროცენტიანმა მფლობელმა ლევან კავლელიშვილმა 2023-2024 წლებში. 110,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას”
შპს „ჯორჯიან ფუდ ქორფორეიშენი“: კომპანიის 20 პროცენტიანი მფლობელი შპს „აითიენის“ მფლობელი არტურ ტოროსიანი 2017 წელს ოცნების 60,000 ლარიანი შემომწირველია.

•    2012 წლიდან დღემდე რძის პროდუქტებზე ფასი 105 % არის გაზრდილი.

მცენარეული ცხიმის ერთ-ერთი მთავარი იპორტიორია „შპს გრინვილი“ და მისი 90% არის ცნობილი ბიზნესმენი მინდია საბანაძე – 2016-17 წლებში მან 100 ათასი შესწირა ოცნებას!

იოდიზირებული მარილის ერთ-ერთი მთავარი იპორტიორია შპს „ალფა“, ამ კომპანიამ 2016 წელს 120 ათასი შესწირა „ქართულ ოცნებას“ .

როგორც ხედავთ,  პირველადი მოხმარების თითქმის ყველა საკვები პროდუქტების იმპორტიორები თავად „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები არიან.

თუ „ქართულ ოცნების“ კამპანია ყალბი არ არის, როგორც ის თავად და სურთ რეალური ბრძოლა გაზრდილი ფასების წინააღმდეგ – მაშინ სწორედ ამ კომპანიებით უნდა დაინტერესდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ!” – ამბობს  ,,ლელოს”  წევრი.

თეგები: თაზო დათუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved