• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ესე მალე იმაზე უარესს მოჰყვებიან, ვიდრე გოგაშვილმა თქვა“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
15:22 07-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,458

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.  

– სოსო გოგაშვილმა, ციხიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ თქვა. ბიძინა ივანიშვილი მაძლევდა დავალებებს და ვასრულებდიო. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებაში, შს მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემაში და ამ საქმეების ჩაფარხცვაში, გოგაშვილი ბრალს სდებს ვახტანგ გომელაურს, გიორგი ლილუაშვილს და ოთარ ფარცხალაძეს. ამასთან, გოგაშვილი ამბობს, ხვედელიძე მხოლოს იმიტომ სცემეს, რომ სატელეფონო  საუბრისას, ბიძინა ივანიშვილს დედა შეაგინაო. გოგაშვილის ამ განცხადებებზე გამოძიება უკვე დაწყებული არ უნდა იყოს?  უშიშროების სამსახურის ყოფილ პირველ მოადგილეს ეს რომ ეთქვა სხვა ქვეყნებში, ხომ დაიქცეოდა ყველაფერი?

– ეს ბიძინა ივანიშვილის სამფლობელოა, ჯერჯერობით, რეაქცია არ აქვთ არაფერზე რაც არ აწყობთ და რაც მისთვის და მისი კლანისთვის საფრთხის შემცველია. დაიცადე, მოვა ყველას პასუხისმგებლობის დრო. თავად არ გამოიძიებენ და სხვა ხელისუფლება გამოიძიებს, სულ ესენი არ იქნებიან, როგორც ჰგონიათ. დროსთვის ბრძოლა ჯერ არავის მოუგია, დროსთან ყველა მარცხდება. მუდმივი არავინ არის. რადგანაც გაჟღერებულია ასეთი დანაშაულებები, აუცილებლად გამოიძიებენ, მოუწევთ ყველას სიმართლის თქმა. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება დანაშაულებებში მონაწილეთათვის. იმიტომ, რომ რაც უფრო გვიან გეწევა სამართალი, მით უფრო ნაკლები დრო გრჩება მოსანანიებლად. ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ ეს დანაშაულები უკვე რომ მხილებულია, ეს ძალიან კარგია.

– ვფიქრობ, გოგაშვილი არ იქნება უკანასკნელი მაღალი თანამდებობის პირი და ზოგიერთები კიდევ უარესებს იტყვიან და ამ ხელისუფლების დანაშაულის მტკიცებულებებსაც დადებენ. არა?

– ყველამ ხომ იცის, როგორი დამახინჯებულნი არიან სამართალდამცავი სტრუქტურები, უკანონო დავალებების შესრულება უკვე ჩვეულებრივი ამბავია მათთვის. დაუკვირდით, როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ამბების გასაჯაროების შემდეგ საზოგადოებას? არავის გაჰკვირვებია. „ქოცებიც“ კი, გოგაშვილის ლანძღვაზე იყვნენ გადასულნი, ეს რატომ თქვაო და იმას, ფაქტიურად, არავინ ამბობდა, რომ ეს ხალხი მაგის მკადრებელი არ არის და ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში ასეთი რამეები არ ხდებაო. ყველა ის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, რომლებიც ხალხს უნდა იცავდეს, ხალხის მტერია. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი მძიმე დანაშაულია ჩადენილი და დროებით ჩაფარცხული, რომელთა შესახებაც ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით. ყველაფერს მალე აეხდება ფარდა, ეს პროცესი შეუქცევადია. კი, სხვებიც გამოჩნდებიან, ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები და იმაზე უარესს იტყვიან, რაც გოგაშვილმა თქვა. დღეს „ქართული ოცნების“ გაუთვლელი და გაუგებარი ნაბიჯები, ევროპისა და ამერიკის ლანძღვა, ეს ეპისტოლეები იმას მიანიშნებს, რომ საკმაოდ დაძაბული, ნერვული ვითარება აქვთ შიგნით და გამოსავალს ვერ პოულობენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved