პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
“ესე იგი, რა მოხდა მოლდოვაში და რა მოხდა ამის მერე საქართველოში.
გამოვიდა პრეზიდენტი ზელენსკი და გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება. კერძოდ თქვა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, რათა აიცილოს რუსეთის აგრესია. ამავე კონტექსტში იყო ნახსენები ბელარუსიც.
ამის შემდეგ საქართველოში, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დასცა ყიჟინა და განაცხადა, რომ ზელენსკიმ საქართველო ბელარუსის მსგავს ქვეყანად დაასახელა. ვაი სირცხვილო და თავის მოჭრავ!
შემდგომ ამისა კი უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები გამოლაგდნენ, რომლებმაც ზემოაღნიშნულ ოპოზიციონერთა ინტერპრეტაცია მიიღეს როგორც ფაქტი, აღივსნენ ბრაზით და რისხვით და დაგმეს ზელენსკის განცხადება ისე, რომ ნანახიც არ ჰქონდათ რა ითქვა რეალურად.
აეგრე ვხოვრობთ. ამბავში და გაგებაში.
შენ დაუკა!”
კომენტარები