• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესაა ჯამი – 35+23+7+6+6+5+5+3+1+9=100 – რა ციფრებს აქვეყნებს ირაკლი კობახიძე?

ალია ავტორი - ალია
17:33 12-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დათვლილ ხმებს არარეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ საერთო ჯამში ოპოზიციური პარტიების მიერ დათვლილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი, საერთო ჯამში 100%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთი ხმაც არ აუღია.

„მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა:

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ნაციონალებმა მინიმუმ 35 პროცენტი აიღეს;

პატრიოტები ამბობენ, რომ მათ პარტიას მინიმუმ 23 პროცენტმა დაუჭირა მხარი;

ნათელაშვილი აცხადებს, რომ სულ მცირე 7 პროცენტი აქვს აღებული;

ლელო ამტკიცებს, რომ არჩევნების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და მინიმუმ 6 პროცენტი აქვთ მიღებული;

ზუსტად იმავეს ამტკიცებს ვაშაძეც, ანუ მისი შედეგიც 6 პროცენტია;

ევროპული საქართველო ციფრებს არ ამბობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, ანუ, ლოგიკურად, 3,8 პროცენტის მაგივრად, მინიმუმ 5 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეთ აღებული;

ბურჯანაძე დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტი აიღო;

„გირჩი“ და„მოქალაქეები“

ამბობენ, ჩვენთვის არაფერი დაუკლიათ, მაგრამ „ოცნებამ“ თავისთვის მოიმატაო. ანუ მათი შედეგი 3 და 1 პროცენტი რჩება;

იმ პარტიებიდან, რომლებმაც ნახევარი პროცენტი და ნაკლები აიღეს, რამდენიმე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ბარიერი აქვთ გადალახული, ანუ ამ ყველა პარტიას 6-ის მაგივრად, 9 პროცენტი მაინც უნდა ქონდეს აღებული.

ყველა ეს შედეგი კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტული ციტატებითაა გამყარებული და თუ ჩვენი ოპოზიციონერების მაღალ პასუხისმგებლობას გავითვალისწინებთ, ვერც ერთ მათგანში იოტისოდენა ეჭვსაც კი ვერ შევიტანთ.

ახლა რაც შეეხება ჯამს: 35+23+7+6+6+5+5+3+1+9=100.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში ზუსტად 100 პროცენტი აიღო, ანუ გაიშიფრა ამ არჩევნების მთავარი სიყალბე – თამარ ჟვანია და ცესკო ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს, როცა ეს პარტია ბუნებაში საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ცესკოს ფანტაზიის ნაყოფია. ასე რომ არ იყოს, ოპოზიციის ხმების ბალანსი ასე ზუსტად 100 პროცენტზე როგორ დაჯდებოდა.

ანუ არსებობს ორი პარალელური სინამდვილე – ერთი ნამდვილი, ოპოზიციის თვალით დანახული სინამდვილე და მეორე ყალბი, ცესკოს მიერ შექმნილი ვირტუალური სინამდვილე.

შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ახლა კი სერიოზულად: ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ“

თეგები: 2020 არჩევნებიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved