• რეკლამა
  • კონტაქტი
10:30, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ესაა გეგმა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:16 11-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,268

,,ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

,,საბოლოოდ დადასტურდა, რომ ის 28 პუნქტიანი გაჟონილი დოკუმენტი არათუ არ შეთანხმდება, არამედ არც განიხილებოდა შესათანხმებლად და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის სურვილების ერთგვარი კომპილაცია იყო.

ასევე დადასტურდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკიდურესად მოწყვლადია და გადარჩენის ერთადერთ შანსს რუსეთის გამარჯვებაში ხედავს.

ივანიშვილის ზოოპარკის აღტაცებული ბღავილი, ამ დოკუმენტის გაჟონვის შემდეგ, მხოლოდ იმის დასტურია, რომ თავად ივანიშვილი მხოლოდ იმ წესრიგში ხედავს თავის გადარჩენას, სადაც რუსეთი უპირობო გამარჯვებულია.

ნებისმიერი სცენარი, სადაც უკრაინა რეალურ სუვერენიტეტს ინარჩუნებს და უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს იღებს, ივანიშვილისთვის კატასტროფის ტოლფასია.

ამ კონტექსტში სრულიად არარელევანტურია ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან იღებს, თუ არ იღებს – შედეგი ისაა, რომ ივანიშვილის ბედი ქართველების გენოციდის ჩამდენი ტერორისტი სახელმწიფოს უპირობო გამარჯვებაზე კიდია.

ანუ ჩვენ, ქართველ პატრიოტებს საქართველოს ევროპული მომავალი კი არა, საქართველოს დამოუკიდებლობა გვაქვს გადასარჩენი რეჟიმისგან, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსეთს გულშემატკივრობს.

ქართული საზოგადოების რუსეთისთვის დამორჩილებას სტალინური რეპრესიები დასჭირდა – 200 ათასი ქართველის მოკვლა, დაჭერა, გადასახლება (2.5 მილიონი ვიყავით მაშინ).

სისტემა, რომელმაც ეს რეპრესიები უზრუნველყო, განსხვავებით ბელარუსისგან, საქართველოში დანგრეულია და მდინარაძისგან იეჟოვი არ გამოვა, სულ კოჭებიდან ამოხტეს.

იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი სწრფად მოვგუდოთ, სულ ორი რამე გვჭირდება:

1. მტკიცე და ხაზგასმით მშვიდობიანი, მოქნილი პროტესტი, რომელიც რეჟიმს არ აღიარებს, არ თანამშრომლობს და სწორ მომენტში ზვავად იქცევა.

2. პოლიტიკური ალტერნატივის დანახვა – შინაარსი, შინაარსი, შინაარსი, შინაარსი… ოფშკვითში, გოლასკურში, ვაკეში, აწყურში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში, ომალოში… ვინც არ უნდა დასქროლოს, თვალებში და ყურებში მისი და მისი შვილის მომავალზე ლაპარაკი უნდა ერჭობოდეს.

პირველი ამოცანა დიდებულად სრულდება და უდიდესი იმედი მაქვს, რომ ოთხი ოქტომბრის მსგავსი ფალშსტარტები, რასაც რეჟიმი მარცხად გაგვიფორმებს, აღარ განმეორდება – საკმარისია რაც კეთდება, ამაზე მეტს ჩვენ ვერ ვიზამთ – ამაზე მეტს სტიქია გააკეთებს, ახლა მთავარია 28 ნოემბერს ბევრნი ვიყოთ და რეჟიმის გადადგომა მოვითხოვოთ (რეჟიმის გადადგომა ნიშნავს ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას).

ოღონდ იმისთვის, რომ სტიქია რეჟიმის ცვლილებით დასრულდეს, მეორე ამოცანის შესრულება გვჭირდება – მოქალაქეებისთვის ყურების გამოჭედვა გვჭირდება, რომ ალტერნატივა სტატუს კვოზე უკეთესია.

აქ ოპოზიციური ტელევიზიების იმედი ვერ გვექნება – ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ტელევიზიებთან მიმართებით გვქონდეს, ისე დასუსტდნენ რომ დღის წესრიგის გატაცება და საქმის გაფუჭება ვერ შეძლონ და ამიტომაც ვურტყამ თავდაუზოგავად – მათი გამოსწორების იმედის გარეშე.

ონლაინ მედიის იმედი მაქვს – ისეთი პროექტების, როგორიც მაგალითად ტაბულამ და თავისუფლების ინსტიტუტმა დაიწყო, ანა რიაბოშენკოსთან ერთად – საკმარისი ბიუჯეტი თუ მოიგდეს, რომ ალტერნატიული პოლიტიკური შინაარსის ნიაღვარი მოაწყონ, ესეც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, ამ ჩაფეხვილების წასაქცევად.

ესაა გეგმა.

სხვა გეგმა უბრალოდ არ არსებობს. სხვა ყველაფერი ფუჭია.“

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved