უკრაინის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევის შემდეგ “მთავარმა არხმა” ელჩი, იგორ დოლგოვი ჩაწერა, რომლის სატელეფონო ინტერვიუც პირველად რუსულ ენაზე, თარგმანისა და მონტაჟის გარეშე გავიდა.
ელჩი ყვებოდა დეტალებს, რატომ ვერ გაემგზავრნენ ქართველი მოხალისეები უკრაინაში და რატომ გამოიძახეს ის კიევში.
“უკრაინას სჭირდება ყოვლისმომცველი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან.
ამ ფონზე, მედიაში გავრცელდა ღიად ყალბი მესიჯები, კონტექსტიდან ამოღებული ან მანიპულაციური ცნებების შემცვლელი ინფორმაციით. გთხოვთ, ფრთხილად იყოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოსთან და ნუ მანიპულირებთ მისი შინაარსით ქართულ მედიაში”, – წერია განცხადებაში.
საელჩო მედიას აფრთხილებს, აღნიშნული მასალა არ გამოიყენონ.
კომენტარები